შერმადინის 18 ქულა და მეოთხედფინალურ სერიაში "ტენერიფე" "თოფაშთან" დაწინაურდა

AutoSharing Option
ფიბას ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალური სერიები დაიწყო, რომელიც 2 მოგებამდეა. სერია გამარჯვებით დაიწყო გიორგი შერმადინის "ტენერიფემ", რომელმაც სერიის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე გამართა და თურქული "თოფაში" 83:78 დაამარცხა. ტენერიფელები სერიაში 1:0 დაწინაურდნენ და თუ მომდევნო მატჩს მოიგებენ, ოთხთა ფინალში გავლენ.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ბოლო მეოთხედში უკეთესად მასპინძლები გამოიყურებოდნენ. თურქულმა გუნდმა სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიში კი გაათანაბრა (70:70), მაგრამ დარჩენილ დროში მეტი ვერ შეძლო. "ტენერიფემ" თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხა და ამაში მთავარი წვლილი მარსელინიო უერტასსა და გიორგი შერმადინს
მიუძღვით. ბრაზილიელმა 30 ქულა (11/18 თამაშიდან) და 8 მოხსნა მიითვალა, ქართველმა კი, რომელმაც სათადარიგო სკამიდან ითამაშა და მოედანზე ჯამში 22:21 წუთი დაჰყო, თამაში 18 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. "ტენერიფეს" 35 წლის ქართველმა ცენტრმა 7-იდან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი უშეცდომო იყო – 10-იდან 10.

სერიის მეორე მატჩი 10 აპრილს, ქალაქ ბურსაში გაიმართება. გათანაბრების შემთხვევაში, სერიის გადამწყვეტი მატჩი ტენერიფეში ჩატარდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
პასის მიმცემი არ ყავს ნაკრებში და, როგორ ჩააგდოს, მარსელინიო უერტასის დონეს ვინ ჩივა, გამყრელიძის დონისაც კი არავინ გვყავს.
პლეხანოველს
00:01 05-04-2024
0
რა ჭირს ამ კაცს? საქართველოს ნაკრებში 18 ქულა 3 თამაშში მოაგროვა!
პლეხანოველი
18:39 04-04-2024
6

სიახლეები პოპულარული