თოკო საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო - "ვირტუსი" "ვალენსიასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ისე დაემთხვა, მიმდინარე კვირაში თორნიკე შენგელიას "ვირტუსს" ევროლიგის 2 ტურის თამაში მოუწია. შინ ბერძნული "ოლიმპიაკოსის" დამარცხების შემდეგ ბოლონიელებს ეპანურ "ვალენსიასთან" სტუმრად მოუწიათ თამაში და შენგელიას გუნდი 71:79 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო.

"ვირტუსი" პირველი ტაიმის შემდეგ 10 ქულით იგებდა (47:37), თუმცა ბოლონიელებმა მესამე პერიოდი საშინლად ჩაატარეს 16 ქულით წააგეს (7:23) და "ვალენსიამ" ბოლო მეოთხედის წინ დიდი უპირატესობა მიიღო.

ესპანურმა გუნდმა ბოლო მეოთხედშიც გაიმარჯვა და ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-9 გამარჯვება იზეიმა. თორნიკემ პარკეტზე 31:56 წუთი გაატარა, რა დროშიც 15
ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

შენგელიას გუნდი ევროლიგის მიმდინარე სეზონში 11 მოგებითა და 5 მარცხით მეორე ადგილზეა. "ვირტუს ბოლონია" პირველ წრეს "პარტიზანთან" საგარეო მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 28 დეკემბერს გაიმართება.

GBF

altშენგელიას "ვირტუსმა" "ოლიმპიაკოსს" თამაში შემოუტრიალა და ევროლიგაზე მეორე ადგილზე დამკვიდრდა

altშენგელიას საოცრება - თოკოს აღებული ქულა, რომელმაც ყოფილი გუნდის ფანებიც კი აღაფრთოვანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მესამე მეოთხედში ისე აერიათ თამაში,კალათისკენ სროლასაც კი ვეღარ ახერხებდნენ.უამრავი შეცდომა, დაკარგვა...10 წუთში რომ მხოლოდ 7 ქულას ჩააგდებ,ყველაფერი ნათელია.მეოთხე მეოთხედი,თორნიკეს სამქულიანით დაიწყო და თითქოს ცოტა გამოასწორეს,მაგრამ პერიოდის ბოლოს,ისევ დაიშალნენ.
სოსო
12:37 22-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული