შენგელიას "ვირტუსმა" "ოლიმპიაკოსს" თამაში შემოუტრიალა და ევროლიგაზე მეორე ადგილზე დამკვიდრდა

AutoSharing Option
ევროლიგის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „ოლიმპიაკოსი“ 69:67 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ და საბოლოოდ მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება.

შენგელიამ 29:39 წუთში 6 ქულა (5-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიამი, 4-დან 4 საჯარიმო), 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

ბოლონიური გუნდი 11 მოგებით მეორე ადგილზეა და 21 დეკემბერს გასვლაზე „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.

alt"ვირტუსი" ბოლონიაში უშუალო კონკურენტ "ვენეციასთან" ოვერტაიმში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული