"ვირტუსი" ბოლონიაში უშუალო კონკურენტ "ვენეციასთან" ოვერტაიმში დამარცხდა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი მოწინავე გუნდი, თორნიკე შენგელიას "ვირტუსი", უშუალო კონკურენტთან დამარცხდა. ბოლონიელებმა მათსავით 8 მოგებისა და 3 მარცხის მქონე "ვენეციას" უმასპინძლეს და დამატებით დროში, მინიმალური სხვაობით – 84:85 დამარცხდნენ.

მატჩი ვენეციელთა უპირატესობით დაიწყო, სტუმრებმა პირველი მეოთხედი 23:15 მოიგეს. მეორე და მესამე მეოთხედებში "ვირტუს ბოლონიამ" შეხვედრაში ეტაპობრივად დაბრუნება მოახერხა. ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მეოთხე მეოთხედში, როდესაც "ვენეცია" 10 ქულითაც კი იყო წინ, თუმცა მასპინძლებმა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხეს – 80:80.

ოვერტაიმის დასრულებამდე 17 წამით ადრე "ვირტუსი" წინ იყო –
84:83, თუმცა "ვენეციის" მოთამაშემ, კანადელმა ვილტიემ, გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

შენგელია, ტრადიციულად, "ვირტუსის“ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თორნიკემ 10 ორქულიანიდან 5 ჩააგდო, 2 სამიანიდან კი 1 გამოიყენა.

ამ წაგებით "ვირტუს ბოლონია" მე-4 ადგილზე დაეშვა. შენგელიას გუნდი მომდევნო ტურში, 23 დეკემბერს, სტუმრად "პისტოიას" დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული