"ბარსელონაც" დაამარცხეს - შენგელიას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

AutoSharing Option
ევროლიგის მეთორმეტე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" 80:75 დაამარცხა.

შენგელიამ 31:51 წუთში 14 ქულა (8-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 5-ჯერ დაკარგა ბურთი, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 17 შეადგინა.

მარგი ქმედების 21-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP თორნიკეს თანაგუნდელი გაბრიელ ლუნდბერგი გახდა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო. დანიელ ჰეკეტმა 14 ქულა ჩააგდო.

"ბარსელონას" რიგებში 15 ქულით ყველაზე შედეგიანი გილერმო ერნანგომესი იყო, 13 ქულა იან ვესელის ანგარიშზეა.

"ვირტუსი" 8 მოგებით მესამე ადგილზეა, "რეალს"
და "ბარსელონას" ჩამორჩება და 8 დეკემბერს თელ-ავივის "მაკაბის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გიას არ მოწონს, შენგელიას თამაში და გია რო გაუშვათ ვირტუსში ან მამამისი, იქნებ კარგათ აეწყონ.თან კაი სიმაღლე ექნება. სპორტალ ჯის მივმართავ რო ყველა უაზრო მესიჯის დაშვება არ შეიძლება.
კახა
19:32 07-12-2023
3
რას აპიარებთ საშუალო დონის კალათბურთელს (ესეც საკამათოა საშუალო დონის არის თუ არა). აბა წავიდა დისლაიქები სიმართლე ხომ არავის უნდა
გია
18:34 07-12-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული