შერმადინის 7 ქულა და "ტენერიფეს" მარცხი ბარსელონაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წლებია, "ლენოვო ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერებშია, მაგრამ ესპანური ლიგის ნამდვილი გრანდები – "რეალი" და "ბარსელონა", დამარცხებული არ ჰყავს. მორიგი შანსი ტენერიფელებს 12 ნოემბერს ჰქონდათ, როცა კატალონიაში "ბარსელონას" დაუპირისპირდნენ, მაგრამ გრანდის დასამარცხებლად ძალები ბოლომდე არ ეყოთ.

ბოლო პერიოდის წინ "ბარსელონა" "ტენერიფეს" მხოლოდ 4 ქულით ამარცხებდა, თუმცა შეხვედრა ისე ჩამთავრდა, შერმადინის გუნდს მოგების შანსი არ მისცემია. საბოლოოდ კატალონიელებმა 94:83 მოიგეს. ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ
4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

"ბარსელონაში" 18 ქულით ჯაბარი პარკერი იყო საუკეთესო, "ტენერიფეში" კი მარსელინო უერტასმა შეძლო 13 ქულის და 8 პასის დაგროვება, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

"ლენოვო ტენერიფე" 4 მოგებით და 5 წაგებით მე-13 ადგილზეა. კანარიელები მომდევნო ტურში, 18 ნოემბერს, "პალენსიას" უმასპინძლებენ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი გიო წადი! სააკაშვილი მოვიშორეთ და ეს შერმადინი რაღა გახდა!
წასვლის დროა!
14:28 14-11-2023
1

სიახლეები პოპულარული