კალათბურთი

ლეგიონერები

კირილენკო: შენგელია მოიყვანეს? ცსკა მაინც იმავე დონის გუნდი იქნება

AutoSharing Option
რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ "იზვესტიასთან" ინტერვიუში ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაში მოსკოვის ცსკა-ს შანსები შეაფასა.

"არ მგონია, რომ ცსკა ყველას გაარღვევს. გუნდი ისევ იმ დონეზე იქნება, რაც წინა წელს იყო. მათი ამოცანა ყველა შეჯიბრებაზე ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება იქნება.

შენგელია და მილუტინოვი დაიმატეს? მერე რა?! ტომიჩი და უელბეკინი რომ მოეყვანათ, არაფერი შეიცვლებოდა.

მილუტინოვის ტრანსფერი კი შედგა, თუმცა "არმიელებმა" ჰაინსი დაკარგეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო და გუნდს უდიდეს თავდაჯერებას მატებდა. კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კალათბურთელი წავი
და.

ცსკა-ს კი ძალიან დატვირთული გრაფიკი ექნება და მწვრთნელისთვის სათამაშოს დროის გადანაწილება ადვილი არ იქნება", - განაცხადა კირილენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ