თორნიკე შენგელიას 15 ქულა და 15 მოხსნა "ხიმკისთან" მოგებულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 24-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში 87:77 დაამარცხა მოსკოვის ოლქის "ხიმკი", 11 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა და 8 მარტს "ვალენსიას" ხვდება.

თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო თორნიკემ, რომელმაც 28:12 წუთში 15 ქულა ჩააგდო (12-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო), 15-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და სამჯერ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს, არც ერთი პერსონალური არ მიუღია და მარგი ქმედების საუკეთესო კოეფიციენტით (28) მატჩის MVP გახდა.

23 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი "ხიმკელი" ალექსეი შვედი
გახდა, ხოლო "ბასკონიადან" ყველაზე მეტი ქულა (16) როდრიგო ბობუამ ჩააგდო. 21 ქულა შესძინა თავის გუნდს სტუმართა გუნდელმა ენტონი გილმა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26 იყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს ნაკრებს როდის გაახარებს თავისი თამაშით? ან თუ მიცემენ ამის საშუალებას?
ბასკონიაში
10:05 02-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული