ნიკა ცქიტიშვილმა "ლოუაიზეს" 18 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ლიბანის ჩემპიონატში მეორე ეტაპი დაიწყო. ნიკა ცქიტიშვილის “ბიბლოსი” მოწინავე ხუთეულში ვერ მოხვდა და ქვედა ხუთეულთან ერთად იბრძვის უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

პირველ მატჩში ბიბლოსელებმა “ლოუაიზეს” უმასპინძლეს და უშანსოდ – 73:90 წააგეს. ცქიტიშვილმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა და 17 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ნიკამ 13-დან 7 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
“ბიბლოსს” 2 მოგება და 17 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო მატჩს კი 11 თებერვალს სტუმრად
“მუტაჰედთან” გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
18 არა 17 ქულა. 11 თებერვალს 23 ქულა გააკეთა ნიკამ. 2 ქულით მოიგო მისმა გუნდმა.
სკიტა
14:12 13-02-2018
0
ასეთი ბანძი გუნდი სად იპოვა?
0
სიახლეები პოპულარული