ნიკა ცქიტიშვილის 34 ქულა "ბიბლოსს" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანის მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის ჩინებული თამაშის მიუხედავად, მისი კლუბი "ბიბლოსი" კვლავ დამარცხდა. ბიბლოსელებმა ერთ-ერთ ლიდერ "ალ რიადს" უმასპინძლეს და 80:88 დამარცხდნენ.

ცქიტიშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ნიკამ 34 წუთში 8-დან 6 ორქულიანი, 8-დან 6 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა ჯამში 34 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 38 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

2 მოგებითა და 15
მარცხით "ბიბლოსი" ბოლოსწინა ადგილზეა. შემდეგ მატჩს ცქიტიშვილის გუნდი 11 თებერვალს, სტუმრად, "ანტონინსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული