მაიკლ დიქსონის 12 ქულა და გამარჯვება თურქულ ლიგაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონი თურქეთში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

ამ ქვეყნის რანგით მეორე ლიგაში დიქსონის "ბაჰჩეშეჰირი" თამაშს თამაშზე იგებს და ცხრილში მაღლა მიიწევს. სტამბოლის სტუდენტურმა გუნდმა მორიგი მატჩი "ორმან გენჩილს" 80:71 მოუგო.

დიქსონი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მაიკლმა ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, პერსონალური ფოლი კი არ მიუღია. შედეგად, დიქსონის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ეს სტუმართაგან ვერავინ გადაფარა.

12 მოგებითა და 8 მარცხით დიქსონის გუნდი მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 10 თებერვალს, შინ, "ანკარასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული