ზაზა ფაჩულია: ALL STAR-ის შეხვედრას პლაჟზე წამოწოლილი ვუყურებ

AutoSharing Option
როგორ ეგუება ზაზა ფაჩულია, რომ "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეულიდან ის არ იქნება "ყველა ვარსკვლავის" შეხვედრაში?

ერთ-ერთმა ამერიკულმა საიტმა ამ ფაქტს მცირე სტატია მიუძღვნა, სადაც ფაჩულიას კომენტარია მოყვანილი.

"ყველა ვარსკვლავის" შეხვედრას რომელიმე პლაჟზე წამოწოლილი ვუყურებ და ჩემს თანაგუნდელებს ფოტოებს გავუგზავნი. ALL STAR-ის შეხვედრაში ჩემი 4 თანაგუნდელი მონაწილეობს და განა ეს ფაქტი მეც მის მონაწილედ არ მაქცევს?" - განაცხადა ხუმრობით ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, რომ "უორიორსიდან" "ყველა ვარსკვლავის" მატჩის განაცხადში სტეფ კარი, კევინ დურანტი, კლეი ტომპსონი
და დრეიმონდ გრინი იქნებიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული