თორნიკე შენგელიამ "იბეროსტარს" 25 ქულა ჩაუგდო და მატჩის MVP გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ტენერიფეში დამარცხდა "იბეროსტართან" 74:86.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე 25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი და მარგი ქმედების კოეფიციენტით (28) საუკეთესო მოთამაშე იყო. მან 25:28 წუთში 7-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 8-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა და 2-ჯერ დაკარგა  ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

შენგელიას შემდეგ მისი გუნდიდან 12 ქულით ყველაზე შედეგიანი როდრიგო ბოუბუა იყო, ხოლო "იბეროსტარიდან" ტიმ ადრომაიტისი (17).

"ბასკონია" სატურნირო ცხრილში 9 მოგებით მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული