თორნიკე შენგელიამ "მურსიას" 17 ქულა ჩაუგდო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად 67:78 დამარცხდა "მურსიასთან".

ისევე როგორც წინა შეხვედრაში ევროლიგაზე "ბარსელონასთან", თორნიკე ამჯერადაც მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო - მან ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო (29:46 წუთში 18 ქულა - 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო, 4-ჯერ მოხსნა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 4 პერსონალური მიიღო)) და მარგი ქმედების კოეფიციენტითაც ბადალი არ ჰყავდა (18).

"ბასკონია" 8 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაწერეთ რამე გიორგი თვალაბეიშვილზე, რომელიც ანდორას გუნდის განაცხადში იყო.
ზურა.
23:53 31-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული