Eurobasket.com-მა თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა

AutoSharing Option
ესპანეთის ლიგამ არა, მაგრამ Eurobasket.com-მა თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

შეგახსენებთ, რომ მე-12 ტურში ქართველი ფორვარდის "ბასკონია" ბექა ბურჯანაძის "მორაბანკ ანდორას" ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში 97:94 იმარჯვა, ჩვენებური კი მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა. 26 წლის ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 22:27 წუთი გაატარა და 20 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.


თორნიკემ 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 10-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ
დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. აღსანიშნავია, რომ საფინალო სირენამდე 40-ოდე წამით ადრე შენგელიამ სტუმრები სამქულიანით დააწინაურა და "ბასკონიამ" საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხა.

ამ დროისთვის, თოკო ჩემპიონატში სარგებლიანობის კოეფიციენტის (21.0) მიხედვით მეორეა, საუკეთესო მექულეთა შორის 17.5 ქულით მე-3 გახლავთ, მოხსნებში (5.9) – მე-8 და თამაშიდან სოლიდური 61.5%-იანი მაჩვენებლით უტევს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
თოკო და მანუ დაიქოქნენ.
სოსო
19:56 19-12-2017
0
მაგარ ფორმაშია წელს განსაკუთრებით. მიდი არ შეჩერდე, კიდევ მოუმატე.
ჩვენი ლომი
17:25 19-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული