ქართული დერბი ესპანეთში - შერმადინის ორმაგი დუბლი და შენგელიას 15 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში მალაგას "უნიხაკა" სახლში "ბასკონიასთან" 72:73 დამარცხდა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 8 ქულით მოიგეს, მესამე პერიოდში კი სტუმრებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს და საბოლოოდ 1 ქულით გაიმარჯვეს.

შესანიშნავად იასპარეზეს ქართველმა კალათბურთელებმა: "უნიხაკას" ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა. მან 19:49 წუთში 10 ქულა ჩააგდო (6-დან 5 ორქულიანი)  და 10-ჯერ მოხსნა ბურთი.

"ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ კი 28:08 წუთში 15 ქულა შესძინა თავის გუნდს (9-დან 5 ორქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო) და 5-ჯერ მოხსნა ბურთი.

"უნიხაკა" 4 მოგებით მეშვიდე ადგილზეა,
ხოლო "ბასკონია" 3 მოგებით მეცამეტეზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული