თორნიკე შენგელიას 20 ქულა და "ბასკონიას" მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელია ჩინებულ ფორმაშია. საქართველოს ნაკრების ლიდერმა "ბასკონიაში" მორიგი მატჩი ჩაატარა და შესანიშნავად გაისარჯა, თუმცა თანაგუნდელებმა მას სათანადოდ მხარი ვერ აუბეს და მარცხი განიცადეს.

"ბასკონია" "ფუენლაბრადას" ეწვია და 75:80 დამარცხდა.

ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა 9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ჯამში 20 ქულა და 6 მოხსნა იყო მისი მონაგარი. ორივე გუნდის შემადგენლობაში, შენგელია საუკეთესო იყო.

4 ტურის შემდეგ "ბასკონიას" 1 მოგება და 3 მარცხი აქვს. შენგელიას გუნდის მომდევნო მატჩი, 22 ოქტომბერს "გიპუზკუასთანაა" დაგეგმილი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გამოდის, თოკოს სულ ცოტა უკეთესი შედეგიანობა რომ ჰქონოდა, თამაშს იგებდა. მეტი სიზუსტე!!!
ნუკრი
22:59 15-10-2017
1
ჯარიმებზე რა დაემართა?
სოსო
20:15 15-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული