რას წერენ უცხოურ მედიაში, ფაჩულიას წასვლასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა უცხოურ მედიაში.

როგორც იცით, ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა და გულშემატკივარს დაემშვიდობა.

ზაზა ფაჩულიას "გედის სიმღერა" - ასე დაასათაურა ბერძნულმა გამოცემა "ბასკეტა.გრ"-მ. აი, რას წერს ის: "გოლდენ სტეიტისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრი ეროვნულ ნაკრებს დაემშვიდობა. მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს სტამბოლში ვიხილავდით, არ გამართლდა. მისი მაჩვენებელი ევრობასკეტზე 13.4 ქულა და 9.2 მოხსნა იყო.

"basketusa.com": საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მაისური ზაზა ფაჩულიას იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში ბოლოჯერ ეცვა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ზაზამ პირველად ააფრიალა საქართველოს დროშა ევრობასკეტზე
2011 წელს. 

"bball.bg": ქართველ გულშემატკივრებში სუფევს დეპრესიული განწყობა და არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს დაემშვიდობა. სანაკრებო კარიერა დაასრულა ნაკრების ვარსკვლავმა ზაზა ფაჩულიამ. კალათბურთელი, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში  საქართველოს სიმბოლო და ნაკრების მთავარი მედროშე იყო.

"tritaskis.lt":  საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს დაემშვიდობა, საქართველოს ნაკრებს კი - ზაზა ფაჩულია. გუნდი დატოვა ნაკრების უდავო ლიდერმა, რომელიც 2003 წლიდან დირიჟორობდა საკუთარ გუნდს.

"basketeurope.com": ზაზა ფაჩულია პენსიაზე გავიდა. საქართველოს ნაკრების მე-5 ადგილი ჯგუფში ზაზასთვის სანაკრებო კარიერის დასრულების მიზეზი გახდა.  ვეტერანი კალათბურთელი სამშობლოს ღირსებას 2003 წლიდან იცავდა. ზაზა მომავალ სეზონში მხოლოდ საკლუბო კარიერით დაიტვირთება NBA-ს ჩემპიონ "გოლდენ სტეიტში".

- კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! - ზაზა ფაჩულიას ემოციური პოსტი

კალათბურთელი რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში გახდა სიმბოლო თამაში საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი თავისი გადაწყვეტილების მიზეზი ბევრი დაზიანებები მიიღო, ხოლო.

Sportall.Ge

211 სიმაღლის ცენტრი გუნდი მოაქვს საქართველოში სულ 18 წლის (ავტორი - მათ შორის მოზარდები ფორმირებების). მამაკაცის ეროვნული ჩემპიონი გუნდი NBA ოქროს სახელმწიფო დებიუტი 2003 წელს ევროპის ჩემპიონატი შვედეთში. გარდა ამისა, ნაწილი მომდევნო შვიდი ევროპის ჩემპიონატი, როგორც მისი საუკეთესო იყო 2005 წელს სერბეთი და ჩერნოგორია.

მკითხველის კომენტარები / 25 /
მშვენივრად თამაშობს, ჯერ რა დროს წასვლაა? ახალგაზრდობისთვის ადგილის დათმობა რა მიზეზია, ის ახალგაზრდა შენს გვერდით რომ გაიზდება, ისე თქვენს გარეშე გაიზრდება ძლიერ კალათბურთელად? რაც შეეხება ჯგუფიდან ვერ გასვლას, ეს კალათბურთელების და მწვრთნელის ბრალი არაა. ამის მიზეზი ფედერაციაშია საძებნი. ვისი მოთხოვნით წააგო გუნდმა მოსაგები თამაშები.
akaki
11 სექტემბერი 2017 13:04
4
guli damckda rom cavida didi sporcmeni da namdvili kapitania.didi madloba kvelafristvis. erts vitkvi ase gulianad da jilkianad arc erti sporcmeni ar gamosula nakrebshi.arc ert gundur saxeobashi me ar maxsovs kvelafers debda parketze.travmac bevrjer miugia nakrebshi tamashisas.vurchev chvenc fexburtelebs mas mibadzon .misi patriotizmis meatedi mainc kondet.kvelafristvis madloba zaza !!! nakrebshi tamashistvis da NBA -s mogebis dros mteli msoflios dasanaxat sakartvelos droshis ese amakad da magla acevistvis
georgia
09 სექტემბერი 2017 11:32
2
დიდი მადლობა დიდო კაპიტანო
kar
08 სექტემბერი 2017 23:03
2
დიდი მადლობა ყველა კალათბურთელს,როგორც შეძლო ფაჩულიამ ისე ითამაშა და რა მართო ზაზამ,ყოველთვის კარგათ ვერ ითამაშებს სპორცმენი და ნუ გავლანძღავთ ერთმანეთს,გავუფთხილდეთ და ნუ ვაწყენინებთ,ჩემი აზრით კომენტატორებმა ცოთა ნაკლები რომ ილაპარაკონ ის ჯობია,გადახტენ და ჰოპა მერე დაიძახონ ეგ აჯობებს, სტამბულში რომ იყვნენ უკვე.მაგრები ხართ ბიჭებო
ggggg
08 სექტემბერი 2017 14:34
0
მადლობა ზაზა.
მოკეტეთ უაზრო კომენტარებს ნუ აკეთებთ (დაუნახავებზე და "პროფესორებზე" მაქვს საუბარი).
დათო
08 სექტემბერი 2017 11:14
3
რათქმა უნდა დიდი მადლობა ზაზას იმისთვის რაც ქართული კალათბურთIს და არამარტო კალათბურთIსთვის გააკეთა...ზაზა გილოცავ 4 შვილს და წარმატებები აწი NBA -ში...ჯიგარი ხარ...
levani zesta
08 სექტემბერი 2017 08:52
0
მადლობა ზაზა!
izi
08 სექტემბერი 2017 08:42
3
ვინც ამის ღვაწლს არ აფასებს ნაკრებში უბრალოდ გარტყმაში არაა კალათბურთის.
Casila
08 სექტემბერი 2017 04:54
3
მიხვდა ,წასასვლელი რომ იყო. უკვე უკან წევდა ნაკრებს,ყველაფერს თავისი დრო აქვს...
წარმატებებს ვუსურვებ პირად ცხოვრებაში!
dima
08 სექტემბერი 2017 01:14
2
ზაზა წავიდა, სანიკიძე და მარკოიშვილიც მალე წავლენ ალბათ,შერმადინმა შენგელიამ რამდენი უნდა ქნან,ასე რომ მომავალში თუ კარგი კალათბურთელები არ გვეყოლება,ევრობასკეტზე მოხვედრაც სანატრელი გაგვიხდება
nukri
08 სექტემბერი 2017 00:11
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული