მაიკლ დიქსონი: იტალიამ არ გვაპატია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს გამართულ B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა (69:71), უკრაინამ კი ისრაელს მოუგო და შედეგად, ზუროსის გუნდი 1/8-ფინალს მიღმა დარჩა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

"მძიმედ დავიწყეთ, რაც იტალიის დარმა გამოცდილმა გუნდმა არ გვაპატია. გვქონდა შეცდომები, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მობილიზება მოვახერხეთ და გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ეფექტური შემობრუნების შემდეგ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ.

მინდა აღვნიშნო ჩვენი მწვრთნელის ღვაწლი. შეკრების დაწყების პირველივე
დღიდან დიდი სამუშაო გასწია. ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო იყო მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში თამაში".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ზუროს ევხარისტო პარა პოლი. დიახ დიდი მადლობა, ღმერთს მადლობა რომ უეცრად გული არ გაუჩერდა, მერე რა რომ ჩვენი ბავშვური შეცდომების გამო იღებდა ტექნიკურებს, 3-4 სპორტსმენი იყო კარგი ჩვენთან.ზუროსმა რა ქნას.
ექიმი-ქუთაისელი
07 სექტემბერი 2017 15:08
0
მაიკლ დიქსონ ბრავო !!! შენ ხარ ადამიანი, რომელიც უზომო მოტივაციით და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. მადლობა ჩვენი ნაკრების სხვა წევრებს! წინ მსოფლიო ჩემპიონატია და დაშვებული შეცდომებისა და სუსტი მხარეების ანალიზი და გამოსწორება გვმართებს. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს ნაკრებს აქვს საკმაო პოტენციალი, რომ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს. იმ რესურსით მართლაც რომ შეუძლებელი შეძლეს და მადლობა კიდევ ერთხელ მათ. რაც შეეხება დიქსონს, მგონი თითეულ ქართველს და მათ შორის რა თქმა უნდა მეც მსურს, რომ ის ნაკრებში დარჩეს და დახმარება გაგვიწიოს, რადგან მან დაამტკიცა, თუ რა ძალის კალათბურთელია და როგორი მოტივირებულია მოედანზე.
სალომე
08 სექტემბერი 2017 22:15
0
ზუროს ევხარისტო პარა პოლი. დიახ დიდი მადლობა.ჩვენი ბაბშვური შეცდომების გამო კაცს მადლობა ღმერთს რომ გული უეცრად არ გაუჩერდა.მერე რა რომ ტექნიკურები მიიღო. 3-4 სპორტსმენი თამაშობდა კარგათ.რა ექნა ზუროს,
ექიმი-ქუთაისელი
07 სექტემბერი 2017 15:01
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული