ლიტვამ და ესპანეთმა საბოლოო განაცხადები დაასახელეს

AutoSharing Option
ევრობასკეტის მონაწილე გუნდებმა ტურნირისთვის საბოლოო განაცხადების დასახელება დაიწყეს.

ლიტვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაინიუს ადომაიტისი საბოლოო არჩევანთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა. შეგახსენებთ, რომ ლიტვა საქართველის ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა ჯგუფურ ეტაპზე.

აი, ის 12 კალათბურთელი, რომელიც კონტინენტის პირველობაზე ითამაშებს:

მანტას კალნიეტისი (მილანი)
მინდაუგას კუზმინსკასი (ნიუ-იორკი)
დონატას მოტეიუნასი (შალდუნი)
იონას ვალანჩუნასი (ტორონტო)
იონას მაჩიულისი (რეალი)
ლუკას ლეკიავიჩუსი (პანათინაიკოსი)
მარტინას გეჩევიჩუსი (სარაგოსა)
მარიუს გრიგონისი (ალბა)
არტურას მილაკნისი (ჟალგირისი)
ედგარას ულანოვასი (ჟალგირისი)
არტურას გუდაიტისი (ლეტუვოს რიტასი)
ეიმანტას ბენძიუსი (ლეტუვოს რიტასი)

* * *
ასევე დაასახელა საბოლოო განაცხადი ესპანეთის
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ:

რიკი რუბიო (იუტა)
სერხიო როდრიგესი (ცსკა)
გიემ ვივესი (ვალენსია)
ხუან კარლოს ნავარო (ბარსელონა)
ალექს აბრინესი (ოკლაჰომა)
ფერნანდო სან ემეტერიო (ვალენსია)
ხოან სასტრე (ვალენსია)
პაუ გასოლი (სან ანტონიო)
მარკ გასოლი (მემფისი)
ვილი ერნანგომესი (ნიუ-იორკი)
ხუანჩო ერნანგომესი (დენვერი)
პიერ ორიოლა (ბარსელონა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენი კალათბურთელი აკლია და მაინც რა მაგარი გუნდია ესპანეთის ნაკრები.
ზაზა ბალაშვილი
04:18 29-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული