ილიას ზუროსი: ესაა ქართული სული და გული

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან ერთად გადავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მეტოქეებად გერმანია და ავსტრალია ეყოლება. ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადაჰყვება ჯგუფში დაგროვებული ქულები და თავისი ჯგუფის წარმომადგენელს არ ეთამაშება. შესაბამისად, საქართველო კიდევ 2 მატჩს გამართავს და ეცდება, 4 გუნდიდან 2 საუკეთესოში მოხვდეს და მეოთხედფინალში გავიდეს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 1-ელ სექტემბერს გერმანიას, ხოლო 3-ში ავსტრალიას შეხვდება.

ვენესუელასთან მოგებული მატჩის (70:59) შემდეგ ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განაცხადა, რომ მისმა კალათბურთელებმა ეს წარმატება დაიმსახურეს, ესაა
ქართული სული და გული, საუკეთესო 16 ნაკრებს შორის მოხვდნენ, ყველას ულოცავს გამარჯვებას და მომდევნო ეტაპზე მაქსიმუმის გაკეთებას დაგვპირდა.

"ისტორია დავწერეთ და ბედნიერები ვართ. ეს წარმოუდგენელია და გამარჯვება საქართველოს ეკუთვნის. ყველა შეხვედრა ჩვენთვის ფინალივითაა. თამაშიდან თამაშამდე მივიწევთ წინ. გამოცდილ გუნდებს ვუპირისპირდებით, მეტოქეებს NBA-ს ბევრი კალათბურთელი ჰყავთ, თუმცა საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლებთ", - დასძინა ზუროსმა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ზუროსო ჩვენ კი გვაქვს ქართული სული და მებრძოლი სული და ჟილკა...არ გვჭირდება შენი თქმა.
ზუროსო წადი წადი დაგვანებე თავი და ხმას ნუ იღებ. ბიჭების ხარჯზე ბიჭების კისერზე ხარ ჩამოკიდებული.ერთი ნორმალური 5 თეული ვერ შეარჩიე და რაღა გინდა გუნდში.
ზუროსი
15:54 31-08-2023
2
მიუხედავად იმისა, რომ კაპო ვერდე და ვენესუელა ასეთი დონის ჩემპიონატისთვის საკმაოდ სუსტი გუნდებია, არ აკნინებს იმ ფაქტს რომ პირველად გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე და შემდეგ მოვხვდით 16 საუკეთესო გუნდში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს და ყველას ვინც ამ შედეგში თუნდაც უმნიშვნელო წვლილი შეიტანა (სუსტ გუნდებსაც დამარცხება სჭირდება, არაერთი სენსაციური შედეგი გვახსოვს სხვადასხვა სპორტის სახეობებში). რაც შეეხება მომდევნო თამაშებს, ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი არის ფარზე ბურთის ვერ მოხსნა, რაც ყველაზე კარგად ჩანს როცა კარგ გუნდს ვეთამაშებით (სხვა მინუსებს აღარ ვუსვამ ხაზს), სლოვენია, გერმანია და ავსტრალია დაახლოებით ერთ დონეზე არიან, რაც სლოვენიასთან ხდებოდა, თუ იგივე განმეორდება, უბრალოდ შანსი არ გვაქვს, წარმოიდგინეთ შროდერი მოდის თავის ვაგნერი-ბონგა-ტაისით, გაითამაშებენ, ვერ აგდებენ და ისევ მათ რჩებათ ბურთი და ასე მინიმუმ ყველა მეორე შეტევა. წესით მთელი სამწვრთნელო შტაბი სერიოზულად უნდა მუშაობდეს ამაზე. და ბოლოს, ჩემი პროგნოზია, რომ სუბიექტურად რა თქმა უნდა ორივე შეხვედრაში გამარჯვება მსურს და რაც შეიძლება წინ გასვლა, მაგრამ რეალურად ვფიქრობ რომ ერთ-ერთს მოვიგებთ და ეს გერმანია იქნება. წარმატებები
ბექა90
07:21 31-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული