არის! საქართველოს ნაკრებმა კაბო ვერდე გაანადგურა და პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

Sportall.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო ვერდე 85:60 გაანადგურა.

ჩვენმა ნაკრებმა მატჩი შემდეგი ხუთეულით დაიწყო - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირველ ხუთ წუთში ნერვიულობის ფონზე საქართველომ შედეგიანად თამაში ვერ მოახერხა, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა ცინცაძემ, მამუკელაშვილმა და ბითაძემ ყველაფერი შეცვალეს. პირველი მეოთხედი ჩვენი გამარჯვებით 20:11 დასრულდა.

მეორე მეოთხედიც საქართველოს უპირატესობით დაიწყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა მოახერხეს და კაპე ვერდეს უპირობო ლიდერი, ედი ტავარესიც გაანეიტრალეს, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა პირველი ქულები მეორე მეოთხედის
დასრულებამდე 4:45 წუთით ადრე მოახერხა.

მესამე მეოთხედში ილია ზუროსმა ხუთეული შეცვალა, ამჯერად მოედანზე ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო სწრაფი და აგრესიული გახადა, პერიოდი კი სანდროსა და თორნიკეს ენდვანებით დაიწყო, მთელი მეოთხედის განმავლობაში (რამდენიმე მომენტში სწრაფი შეტევა გაგვეპარა) საქართველო კარგ დაცვას თამაშობდა, ბოლო წამზე კი დუდა სანაძემ პერიმეტრიდან მესამე სამქულიანი ჩააგდო და 70:37 მოვიგეთ.

მეოთხე მეოთხედში ზუროსმა მოედანზე ლიკლიკაძეს, ბერიშვილსა და ტურძილაძეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, "ლურჯმა ზვიგენებმა" დასკვნით 10 წუთეულში უკეთ ითამაშეს, თუმცა სხვაობა მაინც გამანადგურებელი იყო.

სტატისტიკა:

თორნიკე შენგელია - 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა

გოგა ბითაძე - 15 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა

დუდა სანაძე - 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა

სანდრო მამუკელაშვილი - 10 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა

გიორგი შერმადინი - 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება

გიორგი ცინცაძე - 8 ქულა, 1 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა

რატი ანდრონიკაშვილი - 7 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა

ტედ მაკფადენი - 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა

გიორგი ტურძილაძე - 2 ქულა

ლუკა ლიკლიკაძე - 2 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა

მიხეილ ბერიშვილი - 1 ქულა, 1 ჩაჭრა

კახა ჯინჭარაძე - 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა

მკითხველის კომენტარები / 30 /
კაბო ვერდე პატარა სახელმწიფოა, შეურაცხოფას ნუ მივაყენებთ, არ არის საჭირო "განადგურება". მითუმეტეს არავინ იცის, ჩვენ რა გველის.

სამართალი
10:43 27-08-2023
1
22 დაკარგვა ამ სოფლის გუნდთამ ძაან ბევრია!!!
მეიცა
21:17 26-08-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული