მამუკელაშვილის 16 და შერმადინის 15 ქულა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან კვლავ დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისრაელთან თბილისში მეორე ამხანაგურ მატჩშიც დამარცხდა, რომელიც გულშემატკივრებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის დახურული იყო - ამჯერად 68:81.

ჩვენი გუნდიდან 16 ქულით ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკალაშვილი იყო, ხოლო გიორგი შერმადინმა 15 ქულა ჩააგდო. სტუმართაგან 12 ქულა გაი პნიკის ანგარიშზეა, ტომერ გინატმა კი 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. იამ მადარმაც 10 ქულა ჩააგდო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე ათენში გამართავს, რომელიც 17 აგვისტოს დაიწყება. ჩვენი გუნდის მეტოქეები საბერძნეთი, თურქეთი და პოლონეთი იქნებიან.

მკითხველის კომენტარები / 14 /
წლების წინ ისრაელის და უნგრეთს ვუგებდით დღეს კიდო ისინი გვიგებენ თან დამაჯერებლად...მიზეზი კი სწორი მიდგომა და ბავშვების სწორი გაზრდა...ჩვენ ვინ გავზარდეთ ჩანს კიდოც და მოვალი არ ჩანს... ბევრი იტყვის ამაზე უკეთესები არ გ ყავსო ამაში მეც დავეთანხმები,მაგრამ ზუსტად აქ მინდა გითხრათ გაიზარდნენ და წინ წამოვიდნენ მამიკოს შვილები მეგობრის შვილები და მართლა პერსპექტიული ბავშვები დატოვეს...კალათბურთი არის ადვილი სასწავლი მე 40 წლის ასაკში ვისწავლე ისე რომ მეუბნებოდნენ სად ვარჯიშობდიო.მე მყავს შვილები ორივე კალათბურთში დადიან და აბსოლიტური ნულია ყურადღება იმიტომ რომ მე ფული არ მაქვს მეგობარიც არ მყავს
და ასე შემდეგ....ერთია 207სმ და მეორე 1.95 სკოლის მოსწავლეები.მე არ ვდებ თავს რომ ჩემები მაგრები გაიზრდებიან მაგრამ ყურადღება უნდა იყოს თანაბარი და კონკურენცია თანაბარი.არ უნდა იჩაგრებოდნენ.
მოქალაქე
18:04 14-08-2022
3
წინათ დავწერე მგონი თამაშს ნიღბავენ თქო, მაგრამ რეალურად ძალიან სუსტები არიან - ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე!!!
ირაკლი
16:57 14-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული