პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელთან 6 ქულით მარცხდება

AutoSharing Option
ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ თბილისის სპორტის საახლეში საქართველოს ნაკრები ისრაელთან 48:54 მარცხდება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, შენგელია, შერმადინი. ჩვენი გუნდი ქულებს ძირითადად შენგელიას ძალისხმევით აგროვებდა და დაცვაში ისევ უშვებდა შეცდომებს, რითაც სორკინი სარგებლობდა. ზუროსმა მეექვსე წუთზე შეცვლაზე მამუკელაშვილი შეუშვა, რომელიც ნაკრებს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაუბრუნდა. პირველი მეოთხედი კი ძალიან შედეგიანი გამოვიდა და 26:29 წავაგეთ.

მეტოქე კომბინაციურად უკეთ თამაშობდა, ფარზეც გვჯაბნიდა, სამქულიანებსაც კარგად ისროდნენ და 11 ქულით გაქცევა მოახერხა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა
ანგარიშის შემცირება შეძლო და პირველი ტაიმი 48:54 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული