პაატა გურასპაულის კომენტარი თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის ნაკრებში თამაშზე

AutoSharing Option
23 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ავსტრიას დაუპირისპირდება და 25-ში გერმანიას უმასპინძლებს.

მთავარი პრობლემა, რაც ნაკრებს აქვს, ეს თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის თამაშს ეხება. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გერმანიასთან მატჩის დროს ქართველები კლუბში ისვენებენ.


ქართველ ლეგიონერებთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს დავუკავშირდით.

- ბატონო პაატა, რა ხდება თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინთან დაკავშირებით, იყო საუბარი, რომ თქვენ ესპანეთში აპირებდით წასვლას?
- დიახ, ვიყავი უკვე ესპანეთში
წასული.

- რა შედეგი მოჰყვა თქვენს ვიზიტს?
- შედეგი მოჰყვა ის, რომ გიორგი შერმადინის თაობაზე რაღაც პასუხს ველოდები. თორნიკე შენგელიასაც და გიორგი შერმადინსაც ძალიან უნდათ ნაკრებში თამაში. თორნიკე არ იქნება, შერმადინიც იმავე მდგომარეობაშია, თუმცა პატარა იმედი რაღაცა არის. ვნახოთ, რა იქნება.

- თუმცა, გერმანიასთან მატჩში მათ ხომ აქვთ არასათამაშო პერიოდი?
- თავისუფალი დრო რომ აქვთ, მანდ სხვა თემაა. პრინციპზეა საუბარი ევროლიგასა და ფიბას შორის.

- რაც შეეხება მაიკლ დიქსონს, იყო საუბარი, რომ კლუბი არ უშვებდა და ნაკრებში ვერ ჩამოვიდოდა?
- დიქსონი ნაკრებში ითამაშებს. პრობლემა იყო, მაგრამ მოგვარდა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
თუ არის თორნიკე პატრიოტი უნდა გააუქმოს კონტრაქტი ესპანელებთან. გუნდები ბევრია სამშობლო ერთია!
პატრიოტი იმერელი
16 თებერვალი 2018 12:39
19
და კონტრაქტის მოშლის კომპენსაციას ფედერაცია გადაუხდის ბასკონიას ?? მილიონებს თანაც>??
bodo
16 თებერვალი 2018 17:27
0
100%
mm
16 თებერვალი 2018 16:08
4
ფედერაციამ ცოტა მეტი პრინციპულობა რომ გამოიჩინოს სჯობს. ბასკონიასთან მიმართებაში მაინც აქვს კოზირები. იმხელა თანხებს იხდის ბასკონიას პროგრამაში ფედერაცია და ამ პროექტის შეცერებით დაემუქროს თუ შეაფერხებს ხოლმე შენგელიას გამოშვებას და ვნახოთ აბა როგორ პოზიციაზე იქნება ბასკონია.
მაგრამ აქ რაღაც დემარშს უფრო ჰგავს სიტუაცია, შესაძლოა ნაკრების წევრები ფედერაციის ხელმძღვანელობასთან არიან კონტრაში და ამიტომ არ ჩამოდიან და მიზეზად კლუბის წინააღმდეგობა მოყავთ. ამასობაში კი ქართული კალათბურთი ჭაობისაკენ მიდის და იქიდან ამოსვლას ისევ წლები დაჭირდება.
ქომაგი
16 თებერვალი 2018 12:33
3
ვერ მოელაპარაკა(
dvalishvili lado
16 თებერვალი 2018 12:20
1
ცოტა პრინციპულობა გამოგეჩინათ რას ქვია არ უშვებენ დამრტყმელი ძალა ორივე თორნიკემ თვითონ მიაკაჩავოს კარიერა გაუჭდება ? მაგას ისედაც არავინ გაუშვებს სხვა გუნდში და თუ გაუტრაკებენ სხვა უკეთეს გუნდში ვერ ითამაშებს თუ რა ?..მოკლედ ამის ვიზიტს აზრი არ ჰქონდა შენგელია ძალიან გვწირდება
თორნიკე
16 თებერვალი 2018 12:19
4
შენგელიას და შერმანდინის გარეშე გავალთ ბოლო ადგილზე. მსორი
ქუთაისელი-2
16 თებერვალი 2018 12:02
1
ორი აზრი არ შეიძლება იყოს, ნამდვილად მასე იქნება ჩვენდა სამწუხაროდ
qomagi
16 თებერვალი 2018 12:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული