პაატა გურასპაულის კომენტარი თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის ნაკრებში თამაშზე

AutoSharing Option
23 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ავსტრიას დაუპირისპირდება და 25-ში გერმანიას უმასპინძლებს.

მთავარი პრობლემა, რაც ნაკრებს აქვს, ეს თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის თამაშს ეხება. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გერმანიასთან მატჩის დროს ქართველები კლუბში ისვენებენ.


ქართველ ლეგიონერებთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს დავუკავშირდით.

- ბატონო პაატა, რა ხდება თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინთან დაკავშირებით, იყო საუბარი, რომ თქვენ ესპანეთში აპირებდით წასვლას?
- დიახ, ვიყავი უკვე ესპანეთში
წასული.

- რა შედეგი მოჰყვა თქვენს ვიზიტს?
- შედეგი მოჰყვა ის, რომ გიორგი შერმადინის თაობაზე რაღაც პასუხს ველოდები. თორნიკე შენგელიასაც და გიორგი შერმადინსაც ძალიან უნდათ ნაკრებში თამაში. თორნიკე არ იქნება, შერმადინიც იმავე მდგომარეობაშია, თუმცა პატარა იმედი რაღაცა არის. ვნახოთ, რა იქნება.

- თუმცა, გერმანიასთან მატჩში მათ ხომ აქვთ არასათამაშო პერიოდი?
- თავისუფალი დრო რომ აქვთ, მანდ სხვა თემაა. პრინციპზეა საუბარი ევროლიგასა და ფიბას შორის.

- რაც შეეხება მაიკლ დიქსონს, იყო საუბარი, რომ კლუბი არ უშვებდა და ნაკრებში ვერ ჩამოვიდოდა?
- დიქსონი ნაკრებში ითამაშებს. პრობლემა იყო, მაგრამ მოგვარდა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
გაუსეირნია ბიჭს ესპანეთში ფედერაციის ხარჯზე.
status quo
16 თებერვალი 2018 13:46
0
ესეც თუ პრეზიდენტია რა . ეგრე იცის დანიშნულმა და არა არჩეულმა პრეზიდენტმა, წავიდა ესპანეთში გაისეირნა მივლინებებში კაი ფული კეთდება ნაკრებისთვის რა გააკეთა ??? ნული!!! .....
სიმართლე
16 თებერვალი 2018 13:00
1
არასამართლიანად მოვიდა პრეზიდენტან გურასპაული. უნდა მოეგო წესით და რიგით შიო ხეცურიანს. რომელიც მართლა ძალიან კარგი პროგრამა ქონდა და ყველა ნაკრები კანდიდატი უჭერდა მხარს. წინა ფედერაციამ დასვა ეს ვაჟბატონი და არც ცხვენია . არ უნდა ჩამოვიდნენ ზუსტად თოკოც და შერმადინიც . გამოიძახოს ანატოლი ბოისა და გამყრელიძე. ტუღუში და ხოშტარია მოკვეთეს ნაკრებიდან, ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელები , რაზე უნდა ველაპარაკოთ. უსამართლობის ზეიმია კალათბურთის ფედერაციაში. რას ჩადიოდა თუ ვერაფერს მიაღწია. ესპანეთი დაათვალიერა და კომენტატორი იყო ბასკონია - უნიკახას მატჩზე.
sandrinio
16 თებერვალი 2018 14:26
5
აბა რა ასეთი პირში ჩალაგამოვლების შემდეგ რა სინდისით იკომენტატორა ის თამაში. უთავმოყვარეო.
mmm
16 თებერვალი 2018 15:35
2
შენგელია არის ჩვეულებრივი დაქირავებული მაღალანაზღაურებადი მოსამსახურე.თუ ის არ დაემორჩილება რეგლამენს,განაწესს ან კანონს მიიღებს დისკვალიფიკაციას და ვერცერთ პრესტიჟულ კლუბში ვერ ითამაშებს.მერე რა ქნას,საქართველოს პირველობაზე ითამაშოს 500ლარად?
888
16 თებერვალი 2018 13:41
3
ფედერაციამ ცოტა მეტი პრინციპულობა რომ გამოიჩინოს სჯობს. ბასკონიასთან მიმართებაში მაინც აქვს კოზირები. იმხელა თანხებს იხდის ბასკონიას პროგრამაში ფედერაცია და ამ პროექტის შეცერებით დაემუქროს თუ შეაფერხებს ხოლმე შენგელიას გამოშვებას და ვნახოთ აბა როგორ პოზიციაზე იქნება ბასკონია.
მაგრამ აქ რაღაც დემარშს უფრო ჰგავს სიტუაცია, შესაძლოა ნაკრების წევრები ფედერაციის ხელმძღვანელობასთან არიან კონტრაში და ამიტომ არ ჩამოდიან და მიზეზად კლუბის წინააღმდეგობა მოყავთ. ამასობაში კი ქართული კალათბურთი ჭაობისაკენ მიდის და იქიდან ამოსვლას ისევ წლები დაჭირდება.
ქომაგი
16 თებერვალი 2018 12:33
3
ბატონო ჟურნალისტო მაგისთვის ესპანეთი როგორ მოეწონა ის უნდა გეკითხათ და არა ნაკრების წევრებზე რაც აინტერესებდა ის კი გააკეთა
nnn
16 თებერვალი 2018 16:35
2
ბლეფი. ეს ისედაც ვიცოდით რომ ძალიან უნდათ თამაში . ახალი გეთქვა. პატარა იმედი რას გულისხმობს ერთი???
tubaldo
16 თებერვალი 2018 17:23
1
შენგელიას და შერმანდინის გარეშე გავალთ ბოლო ადგილზე. მსორი
ქუთაისელი-2
16 თებერვალი 2018 12:02
1
ორი აზრი არ შეიძლება იყოს, ნამდვილად მასე იქნება ჩვენდა სამწუხაროდ
qomagi
16 თებერვალი 2018 12:14
0
"პატრიოტი იმერელი" რა მაგარია არა?გააუქმოს ხომ კონტრაქტი?შენ კაცს ტყუილა ჭადს არ მოუტეხავ და სხვას მილიონიანი კონტრაქტის გაუქმებას თხოვ არა?მერე რა ქნას ჩამოვიდეს და შენ გიყუროს აქ?აბა შენახარ რაღა!
888
16 თებერვალი 2018 15:57
1
რა პრინციპებზე ლაპარაკობ თავგასიებულო ჩვენზეა მარტო პრინიპები? ნოემბერში ბულგარელებმა ბარსადან, როგორ ჩამოიყვანეს თავიანთ ნაკრებში კაცი? 20 მდე ევროლიგის გუნდში მყოფმა კაცმა ითამაშა ნოემბერში თავიამთ ნაკრებში და ეს რა პრინციპულობაზე ბოდიალობს?D
nmn
16 თებერვალი 2018 15:33
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული