მაიკლ დიქსონი: ყველაფერს გავიღებ, რომ საქართველო მსოფლიო პირველობაზე მოხვდეს!

AutoSharing Option
ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერად იქცა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, ჩვენი ქვეყნის შესაბამისმა ორგანოებმა დიქსონს ნატურალიზების წესით 2 წლის წინ მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა, რის შემდეგაც ის ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაშობს.

მაიკლი თავიდანვე გამოირჩეოდა მოედანზე თავდადებითა და ჩვენი გუნდისადმი ერთგულებით.

რაც დრო გადის, ეს თვისებები დიქსონს კიდევ უფრო ემატება, რასაც თითოეულ მატჩში ამტკიცებს.

ფიბას არ გამოჰპარვია მაიკლის შედეგიანობა ჩვენს ნაკრებში და მას თავის ოფიციალურ საიტზე ცალკე სტატია მიუძღვნა, სადაც ამერიკელი კალათბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გასულ 2
მატჩს აჯამებს და თავის ერთგულებას საქართველოსადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩებში აქამდე ყველაზე მეტი - 36 ქულა ზაზა ფაჩულიას ჰქონდა მოგროვებული. 27 ნოემბერს ბელგრადში, სერბეთთან გამართული შეხვედრის შემდეგ ამ შედეგს მოზიარე ჰყავს მაიკლ დიქსონის სახით. მან სერბებს პირველ ტაიმში 23 ქულა ჩაუგდო, რის შემდეგაც მასზე, რომ იტყვიან, ნადირობა გამოცხადდა, თუმცა დიქსონმა საკუთარი თამასა მაინც გაზარდა 36 ქულამდე.


რეკორდის გამეორებამ მოსაგებად არ იკმარა და სწორედ ამაზე წუხს მაიკლი:

"ორივე გასულ მატჩში კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა, გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. ამ ფონზე, ჩემი შედეგიანი გარჯაც ფასს კარგავს, რადგანაც მხოლოდ მოგება მაინტერესებს და მარცხში პოზიტივის დანახვა გამიჭირდება.

სერბეთს დიდებული კალათბურთელები და მწვრთნელი ჰყავს და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ცხადია, ვიცოდით, რომ ბელგრადში ჩასვლა და გამარჯვება ძალიან ძნელი იქნებოდა, თუმცა, მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა".

გასულ მატჩებში საქართველოს ნაკრებს ტრავმების, ასევე, ფიბასა და ევროლიგის შეუთანხმებლობის გამო არაერთი ძლიერი მოთამაშე აკლდა.

დიქსონი იმედოვნებს, რომ ნაკრებს მომავალ მატჩებში მოთამაშეები დაუბრუნდებიან. მისი უმთავრესი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაა.

"თებერვალში მართლაც დიდი გამოცდა გველის. იმედი მაქვს, ის ბიჭები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გვაკლდნენ, დაგვიბრუნდებიან და მომავალი ფანჯრისთვის უძლიერესი შემადგენლობით ვიქნებით. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია ის ტურნირია, სადაც თავის გამოჩენის შანსი ბევრ ნაკრებს ეძლევა.

საკალათბურთო ზეიმად მიჩნეულ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა ყველას სურს და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. პირადად ყველაფერს გავიღებ, რათა საქართველო მსოფლიო პირველობაზე მოხვდეს. საქართველოს ნაკრებს დიდებული ქომაგები ჰყავს, რომელთაც კალათბურთი ძალიან უყვართ".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
მართლა მაგარი ადამიანია. საქართველოს ნაკრებში უკონკურენტოდ საუკეთესოა. თანაც მაგარი ჯიგარი, მთლიანად იხარჯება ყველა თამაშში. დიქსონი, შენგელია, მარკოიშვილი. ესენი საუკეთესოებია. ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ. ზუროსის დიდი იმედი მაქვს.
თაზო
14:46 08-12-2017
0
დიქსონი კაცია კაცური
temo
14:36 08-12-2017
0
სიახლეები პოპულარული
მ/ჩ. შესარჩევი
#
გუნდი
4
ავსტრია
2
0
2
-62
2