ეს იყო ოქროს წლები - სანაკრებო კარიერა ვიქტორ სანიკიძემაც დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში კარიერა კიდევ ერთმა კალათბურთელმა დაასრულა - 31 წლის ვიქტორ სანიკიძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში... ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი, რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე...

ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია,
მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში.

კალათბური იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი. მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი.

დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს, როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის...

მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას, ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!"

შეგახსენებთ, რომ შარშან მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სანიკიძე მოედანზე აღარ გამოსულა და ნაკრებს ვერც ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე დაეხმარა. სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ მანამდე ზაზა ფაჩულიამ გამოაცხადა. იმავეს აპირებს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე.

მოკლედ, მწვრთნელ ილიას ზუროსს, თუ კონტრაქტი განაახლა, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნა მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 49 /
ვიკა, დარჩი !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ILIA
14 სექტემბერი 2017 10:55
1
აქ რაღაც საგანდაშო ხდება. ვიქტორი გულით იყო ყოველ|თვის მოედანზე და არაა ის კაცი ვინც სამშობლოს უარი უთხრას მაშინ, როცა მას ძალიან სჭირდება. არადა რეალურად ასე ხდება........
1
14 სექტემბერი 2017 10:09
1
ჯიგრით თამაში ესაა? :) მაგრად ვგულშემატკივრობ ამ ბიჭებს მაგრამ 31 წლის რო ნაკრებზე უარს იტყი ჯობია ევრობასკეთზეც არ წასულიყავი და გაგეშვა ვინც შეაკვდებოდა პარკეტს
lasha
14 სექტემბერი 2017 09:55
1
ესენი რომ შეაკვდნენ და ასე დაუფასეს,სწორედ იმიტომ მიდიან.ცინცაძეც და ფაჩულიაც ამ ტურნირზე რაც იმ მომენტში შეეძლოთ იმის 150 %-თ იხარჯებოდნენ,ალბათ უფრო მეტითაც კი.ორივე ტრავმით თამაშობდა,ჩვენ კი მათგან იმას მოვითხოვდით,რასაც სრულიად ჯანმრთელისაგან და ნავარჯიშებისაგან ველოდით.
სოსო
15 სექტემბერი 2017 10:52
0
და რატო უნდა შეგვექო,საქებარი ქნეს რამე?ჩარჩდნ ჯგუფში და ითამაშენ საზიზღარი კალათბურთი,რა არის ამაში საქებარი?მაგიტო თუ წავიდა რო კრიტიკას არიდებოდა რ ყიფილა ეგ სპორტსმენი.ჩვენ თამაში გავაკრიტიკეთ პიროვნულად არ შეხებია არავინ და მემგონი გვაქ უფლება ჩვენი აზრი ობიექტურად გამოვხატოთ
Beqa
14 სექტემბერი 2017 09:25
7
ნაკრების გადახალისება უნდა მოხდეს, მაგრამ ასეთი რადიკალური მეთოდით არა - ვეტერანებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, ნაუცაბედად არ უნდა გადაწყვიტონ ნაკრებისათვის თავის დანებება. მწვრთნელმა მარტო რა ქნას?
მერაბი
14 სექტემბერი 2017 09:03
1
ჩვენ გვინდა დიქსონი დარჩეს?ესენი მიდიან და ეგ არ იტყვის მე რაღა მინდა მანდო?
Casila
14 სექტემბერი 2017 05:07
1
მანუცარი არსად არ მიდის გაანებეტ ტავი რაც სეეხება სანიკიზეს ერტი წელი მსოვლიოს სესარცევზე მაინც დარცეს
შოთა გუგეშაშვილი
14 სექტემბერი 2017 04:46
1
მადლობა ვიკა ყველაპრისტვის
liverpuli barselonas supermarketi.
14 სექტემბერი 2017 04:20
1
უფროსი გასოლი 37 წლის არის და ოქროს მოსაგებად მიყავს ესპანეთი,ისეთ დონეზე ლიდერობს ნაკრებს.ვიქტორზე უფროსი იყო,როცა წინა ევროპა პრაქტიკულად მარტომ მოუგო საფრანგეთს,ეს კი 31 წლის ასაკში ნაკრებიდან მიდის.რამე რომ მოგეგოთ ამ ნაკრების სახელით და თქვენი მოუგები ტურნირი არ იყოს დარჩენილი,კიდევ ხო,მაგრამ კარგით რა...ცუდად არ გამიგოთ,მე ვაფასებ იმას,რასაც წლების მანძილზე ეს ბიჭები ჩვენი ქვეყნის სახელით აკეთებდნენ პარკეტზე,მაგრამ ასეთ დროს ნაკრების გადაგდება უბრალოდ არ არის სწორი საქციელი :(
andria
14 სექტემბერი 2017 02:13
2
მადლობა ბევრი კარგი წუთებისთვის ბრძოლისთვის ახალებიც წამოვლენ გვექნება ჩავარდნა B დივიზიონშიც ვყოფილვართ და სულ ვგულშემატკივრობდით ნაკრებს და ასე იქნება მუდამ კარგად დაიმახსოვრეთ ნაკრების მაისური უბრალო ნაჭერი არ არის წამოვლენ ახალი ფაჩულიები სანიკიძეები ცინცაძეები დერიუგინები ქორქიები მოსეშვილები და კვლავ ომახიანად შემოვძახებთ "საქართველოს გაუმარჯოს"...
კახა
14 სექტემბერი 2017 00:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული