ჩარლზ ბარკლი: ახლანდელ "მეომრებს" გავანადგურებდით

AutoSharing Option
ლეგენდარული კალათბურთელის ჩარლზ ბარკლის აზრით, NBA-ის ძველი წესები მოქმედ ჩემპიონს "გოლდენ სტეიტს" დომინირების საშუალებას არ მისცემდა.

"უორიორზი" 2015-16 წლების სეზონის სტარტზე ფანტასტიკურად გამოიყურება - 12 მატჩში 12 მოგება. ტელეარხ TNT-ის ანალიტიკოსის აზრით, "მეომრებს" ამაში თანამედროვე თამაშის "რბილი" წესები ეხმარება. ძველ დროში, "გოლდენ სტეიტს" თამაში არ წაუვიდოდა.

"ჩვენ უბრალოდ გავლახავდით მათ. საშუალებას არ მივცემდით ამ ბიჭებს დაცვის რიგები გაერღვიათ. წესები შეიცვალა და ეს ყველაფერი ამერიკული ფეხბურთის ლიგას მოგვაგონებს, სადაც არ შეიძლება ბურთის მიმღების შეხება.

დაცვა არახელსაყრელ სიტუციაში იმყოფება. შენ არ შეგიძლია
ხელების გამოყენება ისეთი კალათბურთელის წინააღმდეგ, როგორიცაა სტივენ კარი, რომელიც, სხვათა შორის, ბრწყინვალედ გამოიყურება. არ შეიძლება მისი ხელებით გაკონტროლება.

ეს სულ სხვა თამაშია", - მიაჩნია ბარკლის.

"სერ ჩარლზმა" ისიც აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი, უბრალოდ, გამოიყენებდნენ წონაში და სიმაღლეში უპირატესობას "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ.

2015 წლის აპრილში ბარკლიმ განაცხადა, რომ მას არ მოსწონს "მსროლელი" გუნდები. 2014-15 წლების სეზონის ფინალურ სერიაში "გოლდენ სტეიტის" გამარჯვების შემდეგ, ლეგენდა პუბლიკის წინაშე გამოჩნდა მაისურით, რომელზეც ეეწერა: "მსროლელი გუნდები - 1, ბარკლი - 0".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული