დერონ უილიამსი: "ბრუკლინიდან" "დალასში"

AutoSharing Option
გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა შეთანხმებს მიაღწია "ბრუკლინ ნეტსთან" კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შესახებ. კალათბურთელსა და კლუბს შორის მიმდინარე ხელშეკრულება კიდევ ორი წელი იყო ძალაში, რომლის დროსაც, დერონს 43.3 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

ახლა, ამ თანხიდან უილიამსს 27.5 მილიონი დოლარი ეკუთვნის და მას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გადაუხდიან.

ეს სვლა "ბრუკლინს" საშუალებას მისცემს მარტო მომავალ სეზონში დაზოგოს 40-50 მილიონი - ამ თანხაში შედის დერონის ხელფასი და "ფუფუნების გადასახადი", რომელიც კლუბს უნდა გადაეხადა სახელფასო ბიუჯეტის გადაჭარბების გამო. გარდა ამისა, "ნეტსი" მომავალი წლის ზაფხულში სახელფასო
ბიუჯეტში გამოანთავისუფლებს 40 მილიონ დოლარს, რაც გუნდს საშუალებას მისცემს აქტიურად იმუშაოს თავისუფალი აგენტების ბაზარზე.

რაც შეეხება დერონ უილიამსს, უახლოეს დღეებში ის "დალას მავერიქსთან" გააფორმებს კონტრაქტს, რომლის ღირებულება 10 მილიონი დოლარი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული