NBA-ს ჩატენვების გამარჯვებული ლებრონ ჯეიმსს იწვევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს მიმდინარე სეზონის ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული "მინესოტას" მცველი ზაკ ლავინი გახდა.

ლავინის ჩატენვები დიდი ეფექტურობით გამოირჩეოდა. კონკურსის შემდეგ ამბიციურმა ლავინმა გამოწვევა თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს, ლებრონ ჯეიმსს ესროლა.

"მგლების" მოთამაშე დარწმუნებულია, რომ "კლივლენდის" ლიდერს ჩატენვებში დაამარცხებს.

"ლებრონთან გაჯიბრება? მჯერა საკუთარი ნიჭის. ამიტომაც ვაცხადებ, რომ გამარჯვება ჯიბეში მიდევს.

ჯეიმსი - ბრწყინვალე სპორტსმენია, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა 19 წლის ლავინმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სიდან ამდენი ამბიცია სიდან:D:D:D:D
bneli
14:48 17-02-2015
0

სიახლეები პოპულარული