ბაინუმს "კლივლენდიდან" აგდებენ

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზს" ცენტრ ენდრიუ ბაინუმის გარეშე მოუწევს რეგულარული ჩემპიონატის გაგრძელება. კალათბურთელი კლუბის მიერ არის დისკვალიფიცირებული "იმ საქციელისთვის, რომელსაც ზიანი მოაქვს გუნდისთვის", - წერია "კლივლენდის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

"კავალიერსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი (მიმდინარე სეზონში - 12.25 მილიონი დოლარი) გუნდთან ერთად არ გაფრინდა ბოსტონში სათამაშოდ და ჩამოშორებულია ყველა ვარჯიშსა თუ სხვა გუნდურ ღონისძიებას. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ სახელდება.

მოგვიანებით, "კლივლენდის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ შეეცდება ბაინუმის გაცვლას. 2013 წლის ზაფხულში "კავალერებმა" ორწლიანი და 24-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს კალათბურთელს, თუმცა ამ თანხიდან მხოლოდ 6 მილიონია გარანტირებული.
ასე რომ, მისი ტრეიდის ვარიანტი სულ არ მოჩანს არარეალურად, მიუხედავად იმისა, რომ ბაინუმს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები და წელს მოკრძალებული სტატისტიკა აქვს - 8.4 ქულა, 5.3 მოხსნა და 1.2 დაფარება.

კიდს "ნეტსი" აღარ აინტერესებს
კვლავინდებურად ვერ ახერხებს კრიზისიდან გამოსვლას "ბრუკლინ ნეტსი", რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს დროში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. ჯერჯერობით "ნეტსი" არ აპირებს მთავარი მწვრთნელის, ჯეისონ კიდის დათხოვნას; სამაგიეროდ, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ სულ მალე კლუბი გამოეთხოვება გენერალურ მენეჯერ ბილი კინგს.

"ბრუკლინის" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ სელექციაში დაშვებული შეცდომები სწორედ კინგის ბრალია. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის "ნეტსს" მე-11 ადგილი უკავია აღმოსავლეთ კონფერენციაში - მის აქტივშია 29 მატჩში მხოლოდ 10 მოგება.

ამასობაში "ბრუკლინში" კონფლიქტი იწყება ჯეისონ კიდსა და მოთამაშეთა ჯგუფს შორის. RealGM-ი იტყობინება, რომ სპეციალისტმა, პრაქტიკულად, შეწყვიტა ურთიერთობა გუნდთან და სრულ გულგრილობას იჩენს მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ის რეგულარულად არიდებს თავს პრობლემებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ გუნდის წარუმატებლობებზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ცოტა ხნის წინ კალათბურთელებმა სცადეს კრების ჩატარება, მაგრამ კიდმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

იანგმა გაცვლა მოითხოვა
სავარაუდოდ, ძალიან მალე შედგება "ფილადელფიას" ფორვარდის, ტადეუს იანგის ტრეიდი. ცოტა ხნის წინ კალათბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას სხვა გუნდში გაშვების თხოვნით მიმართა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა "სიქსერზის" ამბიციების დაბალი დონე. იანგის აზრით, "ფილადელფია" შეგნებულად აგდებს სეზონს, რათა მომავალი წლის დრაფტზე არჩევანის მაღალი ნომერი მიიღოს.

მიმდინარე რეგულარულში იანგმა 25 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 16.8 ქულა და 6.7 მოხსნა დააგროვა.

დენგს შვიდი გუნდი ეპატიჟება
"ჩიკაგო ბულზის" ფორვარდის, ლუოლ დენგის გადაბირებით NBA-ს შვიდი კლუბია დაინტერესებული, - იტყობინება Yahoo! Sports-ი. ამ კალათბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა სურთ: "კლივლენდს", "დალასს", "ლეიკერსს", "ტორონტოს", "სან ანტონიოს", "მემფისსა" და "ბრუკლინს". ბრიტანელის კონტრაქტი "ბულზთან" 2014 წლის ზაფხულში იწურება, ახალი ხელშეკრულება კი, სავარაუდოდ, არ გაფორმდება.

წელს დენგმა 20 მატჩში საშუალოდ 19.6 ქულა, 7.0 მოხსნა და 4.1 შედეგიანი პასი მიითვალა.

კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი
27 დეკემბერი
შარლოტი-ოკლაჰომა 85:89
20:21, 16:21, 24:20, 25:27
შ: კ. უოკერი (18), ე. ჯეფერსონი (16+11 მოხსნა).
ო: დურანტი (34+12 მოხსნა).

ორლანდო-დეტროიტი 92:109
21:26, 27:29, 18:30, 26:24
ო: აფლალო (23), ვუჩევიჩი (20+11 მოხსნა), ჰარისი (16+10 მოხსნა), ოლადიპო (16+11 პასი).
დ: ჯენინგსი (21), უ. ბაინუმი (18).

ბრუკლინი-მილუოკი 104:93
31:18, 17:19, 28:23, 28:33
ბ: ლივინგსტონი (20), ტელეტოვიჩი (19).
მ: ადეტოკუნბო (16+10 მოხსნა), კ. მიდლტონი (15).

ნიუ იორკი-ტორონტო 83:95
25:18, 24:22, 22:26, 12:29
ნ-ი: ბარნიანი (18+12 მოხსნა), ჯ-ა. სმიტი (17), ჰარდუეი (15), უდრიხი (15).
ტ: დეროზანი (25), ვალანჩუნასი (16+18 მოხსნა), ლოური (15+11 პასი).

მინესოტა-ვაშინგტონი 120:98
22:23, 39:24, 27:27, 32:24
მ: ლავი (25+11 მოხსნა), პეკოვიჩი (18+10 მოხსნა), ბარეა (17), შვედი (13).
ვ: უოლი (26).

ნ. ორლეანი-დენვერი 105:89
34:25, 24:20, 23:21, 24:23
ნ-ო: ტ. ევანსი (19+10 პასი), ჰოლიდეი (17), ენ. დევისი (17), რ. ანდერსონი (16+10 მოხსნა).
დ: უ. ჩენდლერი (22), ჰიქსონი (16+10 მოხსნა), ლოუსონი (14+12 პასი).

იუტა-ლეიკერსი 105:103
25:23, 30:29, 28:29, 22:22
ი: გ. ჰეივორდი (24), ფეივორსი (18+14 მოხსნა), მარვ. უილიამსი (16).
ლ: ნ. იანგი (21), კამანი (19+10 მოხსნა), ჯორდან ჰილი (16), ფარმარი (16).

გ. სტეიტი-ფინიქსი 115:86
28:22, 31:18, 26:24, 30:22
გ-ს: კ. ტომპსონი (21), დ. ლი (17), კარი (14+13 მოხსნა+16 პასი).
ფ: ტაკერი (11+12 მოხსნა).

28 დეკემბერი
ბოსტონი-კლივლენდი 103:100
24:22, 35:22, 26:22, 18:34
ბ: გრინი (19), ჯორ. კროუფორდი (19), ბრედლი (18), ბასი (15), ლი (11), ჰემფრიზი (10).
კ: ირვინგი (32), უეიტერსი (17), ჯეკი (14), კლარკი (12).

ინდიანა-ბრუკლინი 105:91
29:27, 29:29, 28:20, 19:15
ი: ჯორჯი (24), სტივენსონი (23), ჯორჯ ჰილი (21).
ბ: პირსი (18), ტელეტოვიჩი (17).

ტორონტო-ნიუ იორკი 115:110
26:22, 31:22, 28:27, 30:29
ტ: ლოური (32+11 პასი), როსი (23), დეროზანი (20).
ნ-ი: სტაუდმაიერი (23), ტ. ჩენდლერი (16).

ვაშინგტონი-დეტროიტი 106:82
31:23, 31:18, 24:21, 20:20
ვ: უოლი (20+11 პასი), გორტატი (16), არიზა (15), ბილი (15).
დ: მონრო (14).

ატლანტა-შარლოტი 118:116 (ო)
25:22, 20:28, 26:27, 30:24, 17:15
ა: მილსეპი (33+13 მოხსნა), ლ. უილიამსი (28), ტიგი (20), სკოტი (18).
შ: ე. ჯეფერსონი (24+23 მოხსნა), ჰენდერსონი (22), კ. უოკერი (16), სეშენსი (15).

მილუოკი-მინესოტა 95:117
28:34, 27:30, 21:39, 19:14
მილ: მიდლტონი (23), მაიო (19), ნაითი (18).
მინ: ლავი (33+15 მოხსნა), კევ. მარტინი (20), პეკოვიჩი (19+11 მოხსნა).

ჩიკაგო-დალასი 83:105
19:30, 15:31, 22:25, 27:19
ჩ: ნოა (20+10 მოხსნა).
დ: ელისი (22), ვ. კარტერი (18), ნოვიცკი (18), მერიონი (14+13 მოხსნა).

ჰიუსტონი-ნ. ორლეანი 107:98
31:22, 21:30, 22:21, 33:25
ჰ: ჰოვარდი (24+18 მოხსნა), ჰარდენი (21), პარსონსი (19), ტ. ჯონსი (17).
ნ-ო: რ. ანდერსონი (22+12 მოხსნა), ენტ. დევისი (18+16 მოხსნა), ტ. ევანსი (16).

მემფისი-დენვერი 120:99
27:29, 28:27, 30:16, 35:27
მ: რენდოლფი (20), ე. დევისი (17), ბეილესი (15).
დ: ლოუსონი (20), უ. ჩენდლერი (19).

ფინიქსი-ფილადელფია 115:101
36:27, 24:32, 28:22, 27:20
ფინ: მაილზ პლამლი (22+13 მოხსნა), დრაგიჩი (21), ბლედსოუ (20), მარკუს მორისი (18).
ფილ: ტ. იანგი (30+10 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (27), როუტენი (22).

კლიპერსი-იუტა 98:90
17:20, 25:23, 26:22, 30:25
კ: გრიფინი (40+10 მოხსნა), პოლი (21+10 მოხსნა+9 პასი).
ი: კანტერი (17+12 მოხსნა), მარვ. უილიამსი (15).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული