ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის წინასატურნირო პრესკონფერენცია

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის 2013 წელი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალით დასრულდება. აღნიშნული ტურნირი 20 დეკემბერს იწყება და 24 დეკემბრამდე გასტანს.

მემორიალის მოსაპოვებლად 6 გუნდი იბრძოლებს: "არმია", "ოლიმპი", "რუსთავი", "სოხუმი", "დინამო" და "შსს აკადემია".

ვინაიდან ტურნირში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, 3-მა გუნდმა მემორიალში თამაშზე უარი განაცხადა - "მაქაბიმ", "ქუთაისმა", "ბათუმმა".

მონაწილე გუნდები 2 ქვეჯგუფში სუპერლიგის პირველი წრის ცხრილის მიხედვით გადანაწილდნენ. გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები შეხვდებიან. მე-2-მე-3 ადგილებზე გასული გუნდები მე-3-მე-4 ადგილებისთვის იბრძოლებენ, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდები - მე-5-მე-6
ადგილებისთვის.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ჯგუფურ ეტაპს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს. ფინალი და მატჩები მე-3 და მე-5 ადგილებისთვის სპორტკომპლექს "არენაში" გაიმართება.

საკანდელიძე-ქორქიას მემორიალი 2006 წლიდან ტარდება. წლეულს აღნიშნული ხსოვნის ტურნირი მეცხრედ გაიმართება.

Sportall.Ge20 დეკემბერს სპორტკომპლექს "არენაში'' წინასატურნირო პრესკონფერენცია გაიმართა. სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ მომავალ ტურნირზე ისაუბრა.

"ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი წელს მეცხრედ იმართება. სასიამოვნოა, რომ მონაწილეობას 6 გუნდი იღებს. ისინი ორ ჯგუფში არიან განაწილებულნი და გამარჯვებულები ფინალში ითამაშებენ, რომელსაც სპორტკომპლექსი "არენა'' უმასპინძლებს.

აღნიშნული მემორიალი წლის დასკვნითი ტურნირია და გუნდები საკმაოდ სერიოზულად ემზადებოდნენ მისთვის.

დარწმუნებული ვარ, მაყურებელს საინტერესო თამაშები ელის".

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული