სტივ კერი: ზაზა ფაჩულიამ დიდებული სამუშაო შეასრულა

AutoSharing Option
მას მერე, რაც "გოლდენ სტეიტმა" ენდრიუ ბოგუტი გაუშვა, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ფარქვეშ დაცვაში "უორიორსი" დასუსტდებოდა, რადგან ბოგუტის შემცვლელი ზაზა ფაჩულია დაფარებებით არ გამოირჩევა.

თუმცა სეზონი უკვე კარგად გახურდა და "გოლდენ სტეიტი" ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დაცვაში, დაფარებებსა და ჩაჭრებში კი სულაც ლიდერობს. ყველა სტატისტიკური მონაცემით, "გოლდენ სტეიტი" არათუ დასუსტდა დაცვაში, არამედ გაძლიერდა.

მწვრთნელი სტივ კერი აცხადებს, რომ ახალ კალათბურთელებს გუნდთან შეგუებისთვის დრო ესაჭიროებოდათ და "გოლდენ სტეიტი" კიდევ უკეთ ითამაშებს:

"ყველა უყურებს დაფარებებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის დაცვა. ჩვენ ცენტრის
პოზიციაზე ამ საქმის დიდოსტატები გვყავდა - ეზელი და ბოგუტი და ახლა ისინი აღარ არიან გუნდში. რა თქმა უნდა, არის ჯავალ მაკგი, მაგრამ ის ცოტა დროს ატარებს მოედანზე.

ზაზა ფაჩულია უფრო პოზიციური დაცვის მიმდევარია. მან უკვე დიდებული სამუშაო შეასრულა გუნდში. ვფიქრობ, ბევრი რამ, რასაც მოედანზე ზაზა აკეთებს, გრინს, დურანტსა და სხვა ბიჭებს უადვილებს დაცვაში თამაშს და მათ შორის, ბლოკ-შოტების გაკეთებას.

დარწმუნებული ვარ, ბიჭები კიდევ უფრო შეთამაშდებიან და "გოლდენ სტეიტი" კიდევ უფრო უკეთ ათამაშდება", - განაცხადა კერმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
როდის იწყება ოლ სტარზე ხმის მიცემა. ვიცი ცვლილებების შესახებ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ, მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ ზაზას.
არჩილ ხოფერია
09:42 23-12-2016
0
აი ეგეც მორიგი ალიყური ძალად ექსპერტებს და მოქილიკეებს.
giga
09:09 23-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული