ზაზა ფაჩულიას სუპერმატჩი "ლეიკერსთამ" - 18 ქულა, 16 მოხსნა და MVP-ის სტატუსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მორიგი დიდებული მატჩი ზაზა ფაჩულიასგან. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, რომელიც ნბა-ს კარიერის რიგით მე-13 წელს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდ "დალას მავერიკსში" ატარებს, სეზონის მე-6 ორმაგი დუბლი შეასრულა და ტეხასელებს "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დაამარცხებინა.

ზაზამ მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და დამსახურებულად დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. ის ორივე გუნდში გამორჩეული იყო და მატჩის ბედის გადაწყვეტაში მთავარი როლი შეასრულა.

მოედანზე არაერთი სუპერვარსკვლავი (კობი ბრაიანტი, დირკ ნოვიცკი, დერონ უილიამსი) და უბრალოდ, ძალიან მაგარი მოთამაშე (როი ჰიბერტი, ჩენდლერ პერსონსი, ვესლი მეთიუზი, მეტა უორლდ ფისი)
იდგა, თუმცა კომენტატორებმა ყველაზე მეტჯერ ქართველი კალათბურთელი ახსენეს.

რამდენიმე დღის წინ ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, "ლეიკერსმა" "დალასს" ამჯერად დიდი წინააღმდეგობა გაუწია. კობი ბრაიანტისა და მისი თანაგუნდელების ძალისხმევით კალიფორნიელები მატჩის ბოლომდე არ ტყდებოდნენ, სანამ ფაჩულიამ პირადად არ გადაწყვიტა შეხვედრის ბედი.

თამაშის ბოლო 4 წუთში ქართველმა ცენტრმა 7 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, რითაც კალიფორნიელები წელში გატეხა. საბოლოოდ დალასელებმა 90:82 იმარჯვეს.

მეორე მატჩია, ფაჩულია ჩაგრავს ლეიკერსელთა გიგანტ როი ჰიბერტს, რომელმაც ამჯერად 30 წუთში 8 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება მატჩის საუკეთესო მოთამაშეს - ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 31 წუთი გაატარა და 18 ქულა, 16 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

ნოვიცკი შედარებით მოკრძალებული იყო და 29 წუთში 9 ქულა მიითვალა. ზაზას მერე მატჩის მეორე ორმაგი დუბლი დალასელთა სამარქაფო ფორვარდმა დუაიტ პოუელმა შეასრულა - 10 ქულა, 12 მოხსნა. 13 ქულა და 7 პასი დაგროვდა დერონ უილიამსის ანგარიშზე. რაც შეეხებათ ლეიკერსელებს, ბომბარდირი 21 ქულით ჯორდან კლარკსონი გახდა, ხოლო კობი ბრაიანტმა კალიფორნიელებს 19 ქულა შეაშველა.

დალასელებმა ამ გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-8-დან მე-4 ადგილზე აინაცვლეს და ახლა 5 მოგება და 4 მარცხი აქვთ. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 15 ნოემბერს ჰიუსტონში "როკეტსთან" ელის.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 21 /
მოვლენებს ჩამორჩებით მგონიიიი
lasha teo
16:02 15-11-2015
0
სპორტალ ცოტა შაბათ კვირასაც იაქტიურეთ, ამის მერე ზაზამ და მისმა გუნდა გასვლაზე ჰიუსტონიც დაამარცხეს და ამაზე ერთი მოკლე სტატიაც არ დაგიწერიათ ჯერ!!
fanat
11:56 15-11-2015
0

სიახლეები პოპულარული