ზაზა ფაჩულია და დირკ ნოვიცკი "დალასის" სასტარტო ხუთეულში ერთად გამოჩდნენ

AutoSharing Option
"დალასის" მეოთხე საგამოფენო მატჩი და მეოთხე წაგება - ამჯერად, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ დირკ ნოვიცკიმ ითამაშა, მაგრამ "მავერიკსი" მაინც დამარცხდა.

ასაკიანი, თუმც მაინც ილაჯზე მყოფ ნოვიცკისთან ერთად დალასელთა სასტარტო ხუთეულში იყო ზაზა ფაჩულია, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილან ტეხასელთა სხვა მარჯვე ბიჭები - დერონ უილიამსი, ჩენდლერ პერსონსი, უესლი მეთიუზი, რაიმონდ ფელტონი, ჯავალი მაკგი...

საგამოფენო მატჩების შედეგები დალასელებს არაფრად უღირთ - მწვრთნელმა სათამაშო დრო თითქმის ყველას თანაბრად გადაუნაწილა, მხოლოდ ახალბედებს - ჯასტინ ანდერსონს და ჯამილ უილსონს ერგოთ 20-ზე მეტი წუთი. ნოვიცკიმ 19 წუთი
ითამაშა და 6 ქულასთან ერთად 7 მოხნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 14 წუთი დაჰყო და 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ სამიზნე ვერ მომართა - 7-დან მხოლოდ 1 ორქულინი ჩააგდო.

მატჩი ატლნტელთა გამარჯვებით - 91:84 დასრულდა. ატლანტელებს ალ ჰორფორდმა ულიდერა, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო, 13 ქულა კი შევლიკ მაკის ანგარიშზეა. დალასელთაგან საუკეთესო იევ ჯონ ჯენკინსი იყო, რომელმაც 20 წუთში 16 ქულა მოაგროვა.

დალასელები მომდევნო საგამოფენო მატჩს 20 ოქტომბერს, კლივლენდში "კავალიერსთან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული