mavsmoneyball.com: რას უნდა ველოდოთ ზაზა ფაჩულიასგან ამ სეზონში

AutoSharing Option
mavsmoneyball.com აქვეყნებს სტატიას სათაურით: "დალასი" ზაზა ფაჩულიას დარ კარგ სათადარიგო ვარიანტზე ვერც კი იოცნებებდა", რომელსაც აქვე გთავაზობთ:

ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსის" სასტარტო ცენტრად ამ სეზონში არ ელოდნენ. მეტიც, ფაჩულიას საერთოდ არ ელოდნენ "მავერიკსის" უნიფორმით.

ეს როლი დეანდრე ჯორდანისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა იმ საგამ ცუდი დასასრული ნახა, რაც ყველა ჩვენგანმა კარგად იცის და "დალასმა" B გეგმა აამუშავა. ტექსასელებს ფაჩულია მონიშნული ჰყავდათ სათადარიგო ვარიანტად, თუკი რომელიმე ვარსკვლავურ ცენტრს ვერ შესწვდებოდნენ.

მაშ ასე, 31 წლის ქართველი "დალასის" სასტარტო ცენტრად დაიწყებს სეზონს (რაც შესაძლოა, სეზონის
განმავლობაში შეიცვალოს), მაგრამ თუ სხვა ვარიანტებს გადავხედავთ, "დალასი" გადაურჩა ამაზე გაცილებით უარესი გამოსავლის პოვნას.

რას უნდა ველოდოთ ფაჩულიასგან ამ სეზონში
ფაჩულია არ არის მოხსნების ისეთი მანქანა, როგორც დეანდრე ჯორდანი ან ტაისონ ჩენდლერი, მაგრამ ის უნდა შეეცადოს და გუნდში საუკეთესო მომხსნელი გახდეს.

2014/15 წლების სეზონში "დალასი" ცუდი მომხსნელი გუნდი იყო და ეს უფრო გაჭირდება მას მერე, რაც ფარქვეშ ჩენდლერი აღარ იდგება. გასულ სეზონში ფაჩულია "მილუოკიში" საშუალოდ 6,8 მოხსნას აკეთებდა და ეს მისი კარიერის საშუალო მაჩვენებელზე (5,6) მაღალია.

დიდი კალათბურთელების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ფაჩულიას შეუძლია სხვა კატეგორიებში საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზოს. მაგალითად, ის თამაშიდან 45%-იანი სიზუსტით ესვრის ბურთს, ის კარგია საჯარიმოს ხაზზე და დიდებულად ესვრის საშუალო დისტანციიდან, როცა კალათს მარჯვენა ფრთიდან უტევს.

დიახ, ის მარჯვნიდან უფრო უკეთ ესვრის, რაც კარგად ჩანს ამ სქემიდან, სადაც მწვანე ფერით ჩაგდებული ბურთებია, წითლით - აცილებული.

ფაჩულიას სროლების ჩარტი
Sportall.Ge

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია გამოვითვალოთ, რომ ამ სეზონში ფაჩულია თამაშში საშუალოდ 7,5 ქულას ჩააგდებს და 6 მოხსნას გააკეთებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხანდახან მას სემუელ დეილემბერტი ჩაანაცვლებს იმის მიხედვით, თუ რომელი გუნდი ხვდება "დალასს". ეს, რა თქმა უნდა, ქართველის შედეგიანობას ხელს შეუშლის.

სროლისა და მოხსნის გარდა, ფაჩულია კარგი მეპასეა და ფარქვეშ დიდებულად იბრძვის. მისი მებრძოლი ხასიათი "დალასს" შეტევაში ბევრ სივრცეს გამოუთავისუფლებს სროლისთვის, ხოლო პასები გუნდის შეტევებს გაამრავალფეროვნებს და სანახაობრივს გახდის.

რა არის საუკეთესო სცენარი ფაჩულიასთვის
მისთვის საუკეთესო სცენარით ფაჩულიამ ახალგაზრდობა და "ატლანტის" წლები უნდა გაიხსენოს, როცა საშუალოდ 12 ქულასა და 8 პასს აკეთებდა. ის, რა თქმა უნდა, არ იქნება "დალასის" შეტევის მთავარი იარაღი, მაგრამ ბურთი ხშირად ექნება და უნდა შეუტიოს.

თუკი ფაჩულია სროლის პროცენტს 2-ით გააუმჯობესებს, საშუალოდ თამაშში 10 ქულას ჩააგდებს, რაც ძალიან კარგი შედეგი იქნება. ახლა რაც შეეხება მოხსნებს: თუკი ის შეძლებს თამასის 8-9 მოხსნაზე აწევას, სულაც ფანტასტიკური ვარიანტი გამოვა.

რა არის ყველაზე ცუდი სცენარი ფაჩულიასთვის
ცუდი სცენარის შემთხვევაში, ზაზა დაკარგავს წუთებს დეილემბერტთან მიმართებაში. შესაძლოა, ჯეივეილ მაკგისთან მიმართებაშიც კი. ასეთ შემთხვევაში ის ნაკლებად დაეხმარება გუნდს დაცვასა და მოხსნებში.

დასკვნა
გასული სეზონის ჰაილაითებით თუ ვიმსჯელებთ, ფაჩულია ენერგიული ცენტრია, რომელსაც კარგი პასების დარიგება შეუძლია. "დალასის" ფანები მისით კმაყოფილნი დარჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო კლუბის ნომერ პირველი სამიზნე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბურთის დაჭერასა და სისწრაფეში პასის გაცემის ტექნიკის გაუმჯობესებაზე აქვს სამუშაო ბევრი..დანარჩენს საკმაოდ ხარისიხანად ასრულებს...დალასის პრობლემა მარტო მოხსნები არ არის..ძალიან ბევრი ინდივიდიუალისტი ოსტატი ჰყავთ, რაც გუნდურ თამაშს ასუსტებს..
bujanga
18:03 15-10-2015
0

სიახლეები პოპულარული