თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო გამარჯვება მოიპოვა. "ნეთსი" ოკლაჰომაში შეხვდა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე "სანდერს" და დაძაბულ ბრძოლაში - 95:93 დაამარცხა.

სამწუხაროა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია თორნიკე შენგელიას. ქართველ ფორვარდთან ერთად, მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა მოედანზე ტაიშონ ტეილორი არ გაიყვანა.

ბრუკლინელები თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 79:89-ს აგებდნენ, თუმცა 14:0 გაქცევა მოაწყვეს და 93:89 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მოახერხეს გათანაბრება - საფინალო სირენამდე 5.8 წამით ადრე სერჟ იბაკამ 93:93 დააფიქსირა.

გადამწყვეტი სროლის შესრულება ჯო ჯონსონმა ითავა, რომელმაც საფინალო
სირენასთან ერთად, გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.

* * *
მარცხი განიცადა ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ", რომელმაც "იუტაში" შეხვედრა 87:96 დათმო. ქართველ ცენტრს ტრავმის გამო არ უთამაშია.

ფაჩულია 6 დეკემბერს დაშავდა და მას მერე მოედანზე არ გამოჩენილა. სავარაუდოდ, ზაზა უახლოეს მატჩებში უნდა დაბრუნდეს.

4 იანვარს "მილუოკი" ფინიქსში ითამაშებს, ხოლო "ბრუკლინი" "კლივლენდს" უმასპინძლებს.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული