თორნიკე შენგელიამ ჰიუსტონში სეზონში თავის საუკეთესო შედეგი აჩვენა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ "ჰიუსტონ როკეტსს" 6 ქულა ჩაუგდო, მისთვის მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგია. ეს მოხდა "ბრუკლინ ნეთსის" გასვლით მატჩში, რომელიც ჯეისონ კიდის გუნდმა 95:114 წააგო.

ბრუკლინელთ ახალბედა მწვრთნელი შესაძლოა გადაყვეს ამდენ წაგებებს, თუმცა ჯეისონ კიდს მყარი არგუმენტიც აქვს - დერონ უილიამსს და ხუთეულის სხვადასხვა წევრებს ტრავმები აწუხებს.

ჰიუსტონში მაგალითად უილიამსი, კირილენკო და ტერი აკლდათ, გარნეტი კი კიდმა დაასვენა, რამაც ქართველ ფორვარდს და სხვა ახალბედებს მოედანზე გასვლის შანსი მისცა.

მატჩი ცალფარა გამოვიდა. "ჰიუსტონი" ბრუკლინელებს პირველი ტაიმის შემდეგ 25 ქულით ამარცხებდა. სათადარიგოებსაც თავის
გამოჩენის შესაძლებლობა მიეცათ. "ნეთსის" ახალბედა მეისონ პლუმლიმ 8-დან 7 ორიანი ჩააგდო და 16 ქულა მოაგროვა. მირზა ტელეტოვიჩმა კი სულაც ორმაგ დუბლს გამოკრა ხელი - 18 ქულა, 13 მოხსნა.

შენგელიამ 27 წუთი ითამაშა და 6 ქულასთან ერთად 3 მოხსნა 5პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

"ბრუკლინს" 4 მოგება და 12 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოდან მე-3 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა შენგელიას გუნდს 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას მემფისში ელის.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული