ზაზა ფაჩულიას ჭიდაობაში ოთხი კლივლენდელიც ვერ მოერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გოლდენ სტეიტსა" და "კლივლენდს" შორის გამართულ, NBA-ს ფინალური სერიის მეოთხე მატჩის ერთ ეპიზოდში, ზაზა ფაჩულიამ ნამდვილი ჭიდაობა გაუმართა მეტოქე გუნდის კალათბურთელებს, ზედმეტად აქტიურ იმან შამპერტთან კი ქართველი წაკინკლავდა კიდეც.

- ჩემპიონობა გადაიდო - ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" კლივლენდში წააგეს [VIDEO]

შეხვედრის მესამე მეოთხედში "გოლდენ სტეიტის" შეტევის დროს ქართველმა ცენტრმა მეტოქოს ფარიდან ბურთი მოხსნა თუ არა, უმალ "კლივლენდის" სამი კალათბურთელის გარემოცვაში აღმოჩნდა. ზაზამ წონასწორობა დაკარგა, პარკეტზე დაეცა, მაგრამ ბურთს ხელი მაინც არ გაუშვა და მეტოქეებს ჭიდაობა გაუმართა. მათგან განსაკუთრებით აქტიური
სწორედ შამპერტი იყო, რომელმაც ფაჩულიას რისხვა დაიმსახურა.

საბოლოოდ სიტუაცია მსაჯებმა განმუხტეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის დროით 10 ივნისს გამართულ სერიის მეოთხე შეხვედრაში "კლივლენდმა" "გოლდენ სტეიტი" ანგარიშით 137:116 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 40 /
მოკლედ ეს ხან წიდაობს და ხანაც ბოქსიორობს :) ამაში ცუდს ვერ ვხედავ,, ქართველ დემორალიზირებულ უამბიციო სპორცმენებს 100 თავით ჯობს ყველა სახეობას ფლობს :)
ზაზა 21 საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორცმენი იქნება ისტორიაში
II ტალახაძე III გორგოძე
Vova
20:14 12-06-2017
0
ტექნიკური მიზეზების გამო vaxo-ს გამოსვენება გადაიდო კიდევ ერთი თამაშით. პანაშვიდები გრძელდება!
sportall.ge მკითხველთა საყურადღებოდ!
12:05 12-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული