ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფის სერიაში "იუტა" გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
9 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "იუტას" ესტუმრა და ანგარიშით 121:95 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "გოლდენ სტეიტმა" სერია ანგარიშით 4:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც "სან ანტონიოსა" და "ჰიუსტონ როკეტსს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19:09 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 2 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 5-დან მხოლოდ ერთი ორქულიანი ჩააგდო.

სტეფ კარიმ თავის გუნდს 30 ქულა შესძინა, ხოლო კლეი ტომპსონმა 21 ქულა მიითვალა, კევინ
დურანტმა კი - 18. აღსანიშნავია დრეიმონდ გრინის სამმაგი დუბლი - გრინმა 17 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

მასპინძლებიდან 25 ქულით გორდონ ჰეივორდი გამოირჩა.

იხილეთ ვიდეო: იუტა-გოლდენ სტეიტი 95:121
Sportall.Ge
9 მაისს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "იუტას" ესტუმრა და ანგარიშით 121:95 დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 18 /
არა მე რას მერჩოდნენ ტიპები ვერ, გავიგე მთელი ცხოვრება ნატოს და ევროპის მომხრე ვარ და ზაზას ფანი ვარ და ტიპებმა პუტინისტობა და ზაზას აბუჩად აგდება დამაბრალეს ან ის ტოროლა თუ ტროლობა რა იყო ვერ გავიგე.DDDDDდდ
sabonis
17:33 09-05-2017
0
ხალხო აქ ხუმრობით დავწერე, რომ ზაზა მცირე დროში უფრო მეტს აგროვებს, მეთქი მე ვიხუმრე თორემ ზაზა, რომ უდიდეს სამუშაოს ასრულებს ამას ვინ ოხერი უარყობს? ან პუტინი რა შუაში იყო ან ტროლები თუ ტოროლები, მართლა არ მესმის.DDDD
sabonis
17:12 09-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული