ილიას ზუროსი: მთავარია, ნაკრების კალათბურთელები თამაშში გულს დებენ

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა, მეხუთე ტურის წინ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს ჩვენი მეტოქე სლოვაკეთის ნაკრები იქნება. მატჩი "სპორტის სასახლეში" 19:00 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ევრობასკეტის საგზურს გაინაღდებს.

"საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან მატჩისთვის ყოველმხრივ მზადაა. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ნაკრების კალათბურთელები თამაშში გულს დებენ.

მონტენეგროსთან მატჩსაც ყველაფერი შეალიეს, რისი გაღებაც შეეძლოთ. ეს ქომაგმაც დაინახა. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დაგვაკლდა გულშემატკივრის გულების გასახარებლად. ჩვენ და ბალკანელები ჯგუფის
ფავორიტები ვართ და, ვფიქრობ, შესაბამის თამაშს ვაჩვენებთ. ევროპაზე გასვლას ორივე ვიმსახურებთ. საქართველო და მონტენეგრო არა მხოლოდ ამ ჯგუფის, მთელი შესარჩევის ორი საუკეთესო ნაკრებია.", - განაცხადა ზუროსმა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული