საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების პირველი ვარჯიში ალბანეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა იმ დარბაზში, სადაც ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს 10 სექტემბერს ევროსაკვალიფიკაციო მატჩი უნდა ეთამაშოს, პირველი ვარჯიში გამართა.

თბილისიდან ტირანაში ნამგზავრი კალათბურთელები ილიას ზუროსმა დიდად არ დატვირთა და მსუბუქი, მოთელვითი ხასიათის ვარჯიში ჩაუტარა, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა და ძირითადად, სროლებით იყო დატვირთული.

ფრენბურთელ ასლან რუსის სახელობის დარბაზი ევროსაკალათბურთო სტანდარტებს სრულად ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ ფიბა-მ აქ 3 სექტემბერს ალბანეთი-მონტენეგროს მატჩის ჩატარებას მწვანე აუნთო და შესაბამისად, საქართველოსაც ძველი ყაიდის დარბაზში მოუწევს თამაში.

გასაკვირი არაა, რომ ალბანელებს არ აქვთ თანამედროვე სათამაშო დარბაზი. ამ
ქვეყანაში წლებია, არც ოფიციალური და არც ამხანაგური სანაკრებო დონის საკალათბურთო მატჩი არ ჩატარებულა.

საქართველოზე თითქმის სამჯერ პატარა ქვეყანა ფეხბურთზე იყო ორიენტირებული და ათწლეულების შემდეგ მოახერხა მთავარი მიზნის მიღწევა - 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

ალბანელებმა კალათბურთის აღორძინება წლეულს დაიწყეს და ფიბა-სგან საჩუქრად ევროშესარჩევ მატჩებში მონაწილეობის უფლება მიიღეს. ალბანეთმა საქართველოსთან და მონტენეგროსთან საკვალიფიკაციო მატჩები ჯამში 79 ქულით წააგო, თუმცა 2 დღის წინ საკმაოდ კარგად ითამაშა სლოვაკეთში, სადაც მასპინძლებთან მხოლოდ 9 ქულა დათმო.

ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრებს 10 სექტემბერს ამ დარბაზში მოუწევს ალბანელებთან თამაში და გამარჯვება. ამ შეხვედრას ილიას ზუროსი მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. არაა გამორიცხული, რომ იმ ხუთეულიდან, რომელმაც მონტენეგროსთან 7 სექტემბერს ითამაშა, რომელიმე კალათბურთელმა დაისვენოს. ამას უშუალოდ თამაშის დღეს გადაწყვეტენ მწვრთნელ-ექიმები.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთმა ნუ ქნას და წავაგოთ!ჩვენ ხომ გვეხერხება სასწაულები!გაიხსენეთ ისლანდიაში მარცხი!
Zurab
22:19 09-09-2016
0
ალბანეთის მოსახლეობა 3 მილიონზე მეტია. ევროპაში ალბანელების რაოდენობა 8 მილიონ 300 ათასზე მეტია.
ანზორი
19:45 09-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული