"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ილიას ზუროსს მადლიერების სიტყვებით დაემშვიდობა, რომელმაც მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

"თქვენდამი ჩემი მადლიერების გამოსახატავად სიტყვები არ მყოფნის. ყველაფერი, რაც ამ სპორტის სახეობისთვის, ამ გუნდისთვის, ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის გააკეთეთ, არასოდეს არასოდეს არ იქნება დავიწყებული. ჩვენ მუდამ დავაფასებთ იმ 8 წელიწადს, რომლის მანძილზე ერთად ვიმუშავეთ და ისტორიაში საუკეთესო პერიოდად დარჩება. თქვენ მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით.

თქვენ ჩვენ ყოველივე საუკეთესო მოგვეცით და მიუხედავად იმისა, რომ ეს თავი დასრულდა, ჩვენი ურთიერთობა მთელი ცხოვრება გაგრძელდება. ჩვენ თქვენ
გვიყვარხართ, პატივს გცემთ და მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და თქვენს შესანიშნავ ოჯახს. ძალიან მიყვარხარ. შენი კაპიტანი და რაც მთავარია - შენი მეგობარი!", - გამოაქვეყნა შენგელიამ პოსტი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

altსაქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

altზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

altზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

altილიას ზუროსი: ესაა ქართული სული და გული

მკითხველის კომენტარები / 9 /
წესით ზუროსმა სხვა ნაკრებით ოლიმპიადა უნდა მოიგოს, ევროპა და მსოფლიო უკვე მოგებული აქვთ ჩვენს ყოფილ მწვრთნელებს:))))
აშკარად პოზიტიურად ფასდება მისი მოღვაწეობა, იმედია გაგვიგებს ჩვენც რომ მეტს ვითხოვდით, მადლობა ჩემგანაც!!!
ზურა
11:55 15-09-2023
1
ძალიან შეზღუდული რესურსების და ხშირი ტრავმიანობის ფონზე,ზუროსმა პრაქტიკულად მაქსიმუმი გამოწურა ჩვენი ნაკრებისაგან.რა თქმა უნდა, მთლიანობაში დადებითად უნდა შეფასდეს მისი სანაკრებო მოღვაწეობა და დიდი მადლობაც დაიმსახურა,თუმცა ნაკრებისათვის ახალი ხედვების შეტანაც აუცილებელია,ალბათ ნაკრების შემადგენლობაშიც თაობების ცვლა დაიწყება და ახალი თვალია საჭირო,ამ პროცესის ჩასატარებლად.დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი და ზუროსის მემკვიდრესაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ
სოსო
23:41 14-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული