საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა საყურადღებოდ!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გულშემატკივარს ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ ციკლში, ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

7 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის სპორტის სასახლეში ჯგუფში ერთერთ უმთავრეს მეტოქე მონტენეგროს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 სთ-ზე დაიწყება.

თამაშზე დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივარს როგორც ონლაინ, ისე სპორტის სასახლის სალაროებში შეეძლებათ, სადაც გაყიდვა 2 დღით ადრე, 5 სექტემბრის 11:00 სთ-იდან დაიწყება.

"გულშემატკივრებს გთხოვთ, მობრძანდეთ თამაშამდე 1 საათით ადრე, რათა საქართველოს ნაკრებს სავსე დარბაზში დავხვდეთ! მონტენეგრო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრებია ევროპაში, რომელიც დაკომპლექტებულია NBA-ს მოთამაშეებით. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს
ეროვნულ ნაკრებს! 7 სექტემბერს, 19:00 საათზე!", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს არის გადამწყვეტი მატში მოვიგებტ გასულები ვარტ აბა ტკვენ იციტ
შოთა გუგეშაშვილი
12:32 06-09-2016
0
ვინ ჩემი სჰამბაყუმბარაა ეს მონტენეგრო ეგეც არ იყოს აშშ ან ესპანეთი
misha
21:40 03-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული