საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პოლონეთში, საერთაშორისო ტურნირში სათამაშოდ გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ვლოცლავეკში ამხანაგურ, საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი პოლონეთში 13 კალათბურთელით ჩავიდა:

Sportall.Ge

თბილისიდან ვარშავის რეისით გამთენიისას გაფრენილი კალათბურთელები პოლონეთის დედაქალაქში დილის 9 საათზე ჩაფრინდნენ, საიდანაც 200 კილომეტრით დაშორებულ ვლოცლავეკამდე გზა ავტობუსით 2 საათში დაფარეს. საქართველოს ნაკრები სასტუმრო "ამბერში" დაბინავდა და 5 წუთის სავალზე მდებარე დარბაზში დღეს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ივარჯიშებს.

23 აგვისტოს საქართველოს ნაკრები 2-ჯერ ივარჯიშებს და 24-ში პირველ შეხვედრას გამართავს შვედეთის ეროვნულ გუნდთან. მეორე წყვილში პოლონეთი
ბელგიას დაუპირისპირდება. მოგებულები ერთმანეთს 25 აგვისტოს, ტურნირის გამარჯვებულის გამოსავლენად დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებულები მე-3 ადგილს გაითამაშებენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული