საქართველო VS ესტონეთი - თბილისის მერიის თასი იწყება!

AutoSharing Option
დღეს სპორტის სასახლეში თბილისის მერიის თასი აიღებს სტარტს.

თბილისი დიდ ტურნირს მასპინძლობს. საქართველოში ოთხთა ტურნირის სათამაშოდ უკვე ჩამოვიდნენ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები: იტალია, ესტონეთი და ლატვია.

14 აგვისტოს პირველი სათამაშო დღეა. ტურნირს საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი გახსნის, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10 და 15 ლარია. ბილეთები 12 აგვისტოდან უკვე გაყიდვაშია და გულშემატკივარს სამივე დღის ბილეთების ყიდვა შეუძლია. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

მეორე შეხვედრა ლატვიასა და იტალიის ნაკრებებს შორის 20:30 საათზე დაიწყება.

თბილისის ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ფორვარდი თორნიკე შენგელია. იგი გუნდთან ერთად ჯერ სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს, კუნთი აქვს გაწყვეტილი და დასვენება სჭირდება, თუმცა, ექიმების თქმით, ევროპის ჩემპიონატამდე გუნდთან ერთად სრულყოფილად ვარჯიშს შეძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნარმანიას თასზე არის ლაპარაკი?ჰაჰაჰაჰაჰა,რატო ცა არ ჩამოიქცევა და დედამიწა არ გადატრიალდება.ლარი ბიორდი და ჩემბერლენი ჩამოიყვანეთ გახსნაზე.ჰიჰიჰიჰი,ნარმანიას თასზე!თან 15 ლარი ბილეთი.შესვენებაზე "ბუფეტში" გებჟალია და რახი იქნება.
fxiiiiiffxxxiiii
16:35 14-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული