სუპერლიგა. მატჩი III ადგილისთვის: ბრინჯაო "ბათუმისაა"

AutoSharing Option
"ბათუმი" სუპერლიგის მესამეადგილოსანია. ამ გუნდმა რეგულარული ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალურ წყვილში "დინამოსთან" ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თანაბარი ძალის გუნდებში ფავორიტის სტატუსი მხოლოდ ფორმალობაა.

"ბათუმმა" "დინამოსთან" სერია 1:3 დათმო და მესამე ადგილისთვის მატჩში "ქუთაისთან" დამარცხებულ "სოხუმს" შეხვდა.

მატჩი ზღვისპირეთში გაიმართა... სად? რომელ ზღვისპირეთში? მართებული შეკითხვაა - "სოხუმიცა" და "ბათუმიც" ხომ ზღვისპირული გუნდებია. გუშინდელი მატჩი აჭარაში შედგა. ვისურვოთ, რომ რაც შეიძლება მალე ემასპინძლოს "სოხუმს" სუპერლიგის მატჩებისთვის მშობლიურ სოხუმში.

"ბათუმის" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც ორმაგი
დუბლი შესრულა - 21 ქულა, 13 მოხსნა. მატჩის ბომბარდირი კი გივი ბაქრაძე გახდა, რომელიც 28 ქულამდე ავიდა. 25 ჩააგდო ფილიპ მილერმა. გივიმ 7-დან 5 სამქულიანი გამოიყენა, ფილიპმა - 5-დან 4 სამიანი.

აი, სწორედ ეს დააკლდათ სოხუმელებს "ქუთაისთან" მეხუთე ნახევარფინალურ მატჩში. იმერეთში მათ მხოლოდ ერთი სამიანი გამოიყენეს.

სუპერლიგა. მატჩი III ადგილისთვის
17 მაისი, ბათუმი
ბათუმი-სოხუმი 86:81
22:27, 21:24, 21:11, 22:19
ბათუმი: ბ. ლეჟავა (20ქ, 5მ, 3პ), მიქელაძე (4ქ, 10პ), სტეფანიშინი (16ქ, 5მ), რევაზაშვილი (3ქ), თენიეშვილი, რამიშვილი (5პ), კრივცოვი (20ქ, 8მ), ა. დვალიშვილი (21ქ, 13მ), მაისურაძე (2ქ).
სოხუმი: მილერი (25ქ, 5მ, 4პ), სმიტი, გ. ბაქრაძე (28ქ, 4პ), ალხანაიძე, ჯგერენაია (7ქ, 13მ), ათუაშვილი (11ქ, 5მ), დ. დვალიშვილი (6ქ, 4მ), მირზიშვილი (4ქ), ძიძიგური.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული