საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა "ბ" ნაკრებმა ჩინეთში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და კვლავ გაიმარჯვა.

დავით უსტიაშვილისა და რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილი გუნდი ჩინეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ - "ბაის" შეხვდა. ეს გახლავთ ჩინეთის არმიის გუნდი, რომელშიც ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების 3 კალათბურთელი თამაშობს.

საქართველოს ნაკრებმა "ბაი" ამჯერად ანგარიშით 84:77 დაამარცხა (პირველი მატჩი 83:73). პირველი პერიოდი ქართველებმა 24:13 მოიგეს, მეორე კი 17:21 დათმეს. უსტიაშვილის გუნდმა მესამე მეოთხედი 27:23 მოიგო დ მოპოვებული უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.

მოგებული გუნდისგან მსაჯებზე საუბარი უადგილოა, თუმცა არბიტრების მასპინძლების მიმართ
სიმპათია აშკარად იგრნობოდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება, რაშიც ლომის წილი 26 ქულითა და 8 მოხსნით ილია ლონდარიძეს მიუძღვის.

17 ქულა მიითვალა აკაკი ლომოურმა, ხოლო აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე 10 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. ჩვენი გუნდის შეტევების მთავარი ორგანიზაორი გახლდათ ლაშა გამყრელიძე, რომელსაც საბოლოოდ 10 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

საქართველოს "ბ" ნაკრები მომდევნო მატჩს 2 ივლისს, ჩინეთის ეროვნულ "ბ" ნაკრებთან გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული