სუპერლიგა. XXVI ტური: "მგზავრებმა" რუსთავში დიდი ბრძოლა მოიგეს

AutoSharing Option
15 აპრილს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის XXVI ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა. ბათუმში გამართულ მატჩს არც ინტრიგა ახლდა და არც ბრძოლა შედგა - "ბათუმმა" "აკადემია" 110:89 დაამარცხა.

აი, რუსთავში ჩატარებულ თამაშს კი, რომელშიც ადგილობრივი კლუბი "მგზავრებს" დაუპირისპირდა, მისი მონაწილე გუნდებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 76:79, რომლებიც პლე ოფში გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე სატურნირო ცხრილს 44 ქულით "ბათუმი" ლიდერობს. 43 ქულა აქვს "ქუთაისს", ხოლო "დინამოს" - 42. "სოხუმს", რომელსაც 40 ქულა აქვს,
მომდევნო მატჩს 20 აპრილს უშუალო კონკურენტ "მგზავრებთან" ჩაატარებს, რომელიც ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული